პროექტის ფარგლებში თოჯინების თეატრი ყოველ სამშაბათს აქტიურ მაყურებელს უმასპინძლებს

0

12970172_967749613339781_1235331153_oდღეს  კულტურის სახლის ფოიეში მოწყობილ მცირე დარბაზში თოჯინების თეატრმა ბოლნისის მუნიციპალიტეტის №1 საჯარო სკოლის III-ა კლასის მოსწავლეებს უმასპინძლა. „დავიცვათ ბუნება“ ამ სახელწოდებით გაიმართა დღევანდელი სპექტაკლი, რომელიც შემეცნებით-ინტელექტუალური პროექტის ფარგლებში შედგა და მის ძირითად მიზანს მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლებას ბუნებისა და გარემოს დაცვის კუთხით ემსახურებოდა.

„დავიწყეთ ახალი პროექტი, რომელიც ექვსი თვე გაგრძელდება. ყოველი კვირის სამშაბათს მოვიწვევთ ერთი სკოლის, ერთ კლასს და მათ ვუჩვენებთ თოჯინების სპექტაკლს „დავიცვათ ბუნება.“ ამ სპექტაკლით გვინდა ბავშვებს მივაწოდოთ ინფორმაცია,  როგორ უნდა გავუფრთხილდეთ და მოვუაროთ გარემოს. სპექტაკლზე დასწრება უფასოა და  უფასო ტრანსპორტირებას ბოლნისის მუნიციპალიტეტის კულტურის საკლუბო, საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანების სამსახური უზრუნველყოფს“, – განაცხადა თოჯინების თეატრის ხელმძღვანელმა თამარ ბობოხიძემ.

სპექტაკლის ბოლოს პატარებს მიეცათ დავალება იმსჯელონ და დაწერონ თავიანთი მოსაზრებები აღნიშნულ სპექტაკლთან დაკავშირებით.


Share.

Comments are closed.