„ნახიდურის“ გამარჯვება

0

12968741_967648553349887_54745770_nსოფელ ნახიდურში ჩატარდა ვლადიმერ ბარკაიას სახელობის ტურნირი 2003 წელს დაბადებულ ფეხბურთელებს შორის. ბოლნისის „ნახიდური“ 27 მარტს შეხვდა თბილისის გუნდს „აფხაზეთი-2“. თამაში „ნახიდურის“ სასარგებლოდ 3:2 დასრულდა. გუნდმა ტექნიკური და  მოხერხებული თამაშით  მაყურებლის აღტაცება გამოიწვია.

3 აპრილს გუნდმა მცხეთის „ნიჩბისთან“ თამაში ფრედ 1:1 დაასრულა, გოლი სეიმურ გაჯიევმა გაიტანა.

გუნდის მწვრთნელების მამედ იუსუბოვისა და მუხრადინ ბაირამოვის ძალისხმევით თამაში კარგად და მობილიზებულად ჩატარდა. შემდეგი შეხვედრა 10 აპრილს გაიმართება, „ნახიდური“ მცხეთის „წილკაანს“ უმასპინძლებს.

„გუნდის დაარსებაში დახმარება გაგვიწია ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბატონმა გოგი მეშველიანმა და სპორტკომპლექსის დირექტორმა ავთანდილ ბჟალავამ, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით მათ“. -აღნიშნა „ნახიდურის“ მთავარმა მწვრთნელმა მამედ იუსუბოვმა.


Share.

Comments are closed.