„ლოგომედმა“ პედაგოგების, მეტყველების თერაპევტებისა და სპეცპედაგოგებისათვის სემინარი ჩაატარა

0

13043639_594516567377802_4082270775988789027_nკანადელი მეცნიერების მიერ შექმნილი ფილმი ნათლად მიგვანიშნებს, თუ როგორ მტკივნეულად აღიქვამენ აუტისტი ბავშვები სამყაროსა და მის ხმებს. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ უამრავი ცნობილი გენიოსი იყო ამ დაავადების მატარებელი და თავის გამოგონენებით მათ მსოფლიო გადატრიალება მოახდინეს. სწორედ ასეთი თემები იყო განხილული ორ დღიან ტრენინგზე, რომელიც მეტყველების განვითარებისა და კორექციის ცენტრის ბოლნისის ფილიალის დამფუძნებელმა ეკა ჭავჭავაძემ თავის გუნდთან ერთად ჩაატარა. სემინარი ეძღვნებოდა ენისა და მეტყველების თერაპიის აქტუალურ საკითხებსა და მათი გადაჭრის თანამედროვე მიდგომებს, რომელიც მოისმინეს საბავშვო ბაღებისა და სკოლების პედაგოგებმა, ფსიქოლოგებმა და ლოგოპედებმა. სემინარის მიმდინარეობას აქტიურად ადევნებდა თვალს როგორც ბოლნისის მუნიციპალიტეტის ხელმღვანელობა, ისე ქვემო ქართლის რწმუნებულ-გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი, რომელიც ესტუმრა პედაგოგებს და სემინარის დაწყება პირადად მიულოცა. ლოგომედის ბოლნისის ფილიალი არ აპირებს შემოიფარგლოს მხოლოდ ორ დღიანი სემინარით და ის მზად არის ყველა მსურველი პედაგოგი გადაამზადოს, რათა უფრო მეტი იცოდნენ სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებთან მუშაობისას.


Share.

Comments are closed.