ლევან უგულავას დასახმარებლად საქველმოქმედო სპექტაკლი გაიმართება

0

12909487_1721595304752663_8417593635084696441_o (1)8 აპრილს ბოლნისის კულტუურის სახლში საქველმოქმედო სპექტაკლი გაიმართება. სპექტაკლიდან შემოსული თანხა გადაერიცხება 27 წლის ლევან უგულავას.

შეგახსენებთ, ბოლნისელ ახალგაზრდას დაუდგინდა მწვავე ლეიკოზი და სასწრაფოდ ესაჭიროება ძვირადღირებული მკურნალობა საზღვარგარეთ.

სპექტაკლზე დასწრების მსურველებმა მიმართეთ ბოლნისის კულტურის სახლს. ბილეთის ფასია 10 ლარი.

წარმოდგენილი იქნება  “კრიტი”(დიმიტრი მალიაგინის მიხედვით).
რეჟისორი-ლაშა ნოზაძე.

დასაწყისი: 18:00

ბოლნისელებო, კიდევ ერთხელ გავერთიანდეთ და ვიბრძოლოთ ლევანის გამოჯანმრთელებისთვის.

დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა ასევე შეუძლიათ სურათზე მითითებულ ანგარიშს ნომრებზე.

 


Share.

Comments are closed.