თეატრი სკოლებს ამეგობრებს

0

12919067_1004278759621971_656451057_nბოლნისის მუნიციპალიტატის ბავშვთა და მოზარდთა თეატრალურმა ფესტივალმა “სახილველი”, სოფელ ნახიდურისა და სოფელ დისველის ასლან შაინიძის სახელობის სკოლის თეატრის მოყვარული ბავშვები დაამეგობრა.
პირველ აპრილს, ნახიდურის სკოლა სტუმრობდა სოფელ დისველის საჯარო სკოლას, სადაც თანატოლებს სპექტაკლი “Hელადოს”-ი უჩვენეს. სპექტაკლის შემდეგ, ორივე სკოლის ბავშვებმა სახელდახელო კონცერტი გამართეს და ურთიერთობა ფეხბურთის მატჩით დააგვირგვინეს.
ღონისძიებას ესწრებოდა თეატრალური ფესტივალის კოორდინატორი იზო ნიავადზე.
,,უახლოეს მომავალში დისველელების შემოქმედებას ნახიდურის სკოლის მოსწავლეებიც იხილავენ. ნაჩვენები იქნება “რომეო და ჯულიეტა” ინგლისურ ენაზე, რომლის დადგმის იდეაც ეკუთვნის დისველის საჯარო სკოლის ინგლისურის ენის პედაგოგს ნინო დოხტურიშვილს.”- აღნიშნა ჩვენთან საუბარში იზოლდა ნიავაძემ.


Share.

Comments are closed.