დღეს საფეხბურთო კლუბ ,,სიონის“ მთავარმა მწვრთნელმა ვარლამ კილასონიამ დაკავებული თანამდებობა დატოვა. კლუბის ხელმძღვანელობამ გაითვალისწინა სპეციალისტის თხოვნა გადადგომასთან დაკავშირებით, რაც მისი ჯანმრთელობისა და ოჯახური მდგომარეობის გამო იყო გამოწვეული და მისი განცხადება დააკმაყოფილა.
ბოლნისის ,,სიონის“ მთავარი მწვრთნელის პოსტს არმაზ ჯელაძე დაიკავებს.