ესსეების კონკურსი ბოლნისელი მოსწავლეებისთვის – „ჩვენ ვირჩევთ ევროპას’’

0

13023740_10209455167719006_2135723827_nსსიპ საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ქვემო ქართლის რეგიონული ბიურო, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრი და გაზეთი „ბოლნისი“ ევროპის  კვირეულის ფარგლებში აცხადებს ესსეების კონკურსს თემაზე – ,,ჩვენ ვირჩევთ ევროპას“.

კონკურსით დაინტერესებულმა მოსწავლეებმა უნდა მოამზადონ ესსე თემაზე:  „ჩვენ ვირჩევთ ევროპას“.  ნაშრომი უნდა ასახავდეს, თუ რას ნიშნავს ავტორისათვის  ევროპა,  როგორ ესმის მას საქართველოს ევროპული  არჩევანი, რას უნდა  ველოდეთ ევროკავშირისგან,  რას გულისხმობს ევროსტანდარტებთან დაახლოება. ესსეში წარმოდგენილი უნდა იყოს მოსწავლის მოლოდინი, მოსაზრებები იმ პერსპექტივების თაობაზე, რაც ევროკავშირში  ინტეგრაციიდან გამომდინარეობს ქვეყნისთვის  და პირადად მისთვის.

სხვა პირობები: – ესსეს მოცულობა: 3-5 გვერდი;

შრიფტი – Sylfaen, ფონტის ზომა – 11,  დაშორება – 1,5;

ნაშრომი უნდა შესრულდეს ქართულ ენაზე;

დაცული უნდა იყოს პლაგიატიზმის წინააღმდეგ არსებული ზოგადი სტანდარტები;

დაინტერესებულმა მოსწავლეებმა ესე უნდა გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:  regionkvemokartli@gmail.com და სათაურში მიუთითონ „ესეების კონკურსი“.

ნაშრომის გამოგზავნის ბოლო ვადაა 2016 წლის  2 მაისი.

ნაშრომების შეფასება:  ნაშრომის შეფასების კრიტერიუმებია: საკითხის აქტუალურობის წარმოჩენა, ორიგინალური და შემოქმედებითი აზროვნება, ქართულ ენაზე წერითი ნაშრომის გამართულობა;

ნაშრომებს შეაფასებს სხვადასხვა უწყებისა და ორგანიზაციის წარმომადგენლებისაგან დაკომპლექტებული კომპეტენტური კომისია;

კომისიის მიერ გამოვლენილი 3 საუკეთესო ესსე გამოქვეყნდება გაზეთ „ბოლნისში“ და ინტერნეტპორტალ www.bolnisi.ge-ზე.

ავტორებს გადაეცემათ საინფორმაციო ცენტრის მიერ დაწესებული პრიზები.

სსიპ საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ

ქვემო ქართლის რეგიონული ბიურო


Share.

Comments are closed.