გუბერნატორმა საბავშვო ბაღების რეაბილიტაციის პროცესი მოინახულა

0

13106625_10154093795592230_1073530038_oრეგიონალური განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ბოლნისის მუნიციპალიტეტის სამ საბავშვო ბაღს სრული რეაბილიტაცია უტარდება.

სოფელ რატევანისა და ქალაქ ბოლნისის № 5 საბავშვო ბაღებში სამუშაოები უკვე დაწყებულია, რაც შეეხება №3 ბაღს, აღდგომის დღესასწაულის დასრულების შემდეგ დაიწყება.

რეაბილიტაციის მიმდინარეობა მხარის გუბერნატორმა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელთან ერთად მოინახულა.

სოფელ რატევანისა და ქალაქ ბოლნისის № 5 საბავშვო ბაღებში სარემონტო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,, მეტრი” ახორციელებს და ორივე ბაღში 30-მდე ადგილობრივია დასაქმებული.

სამივე საბავშვო ბაღში რეაბილიტაციის პროცესი ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე უნდა დასრულდეს.


Share.

Comments are closed.