ბოლნისმა 15 წლის აშუღს უმასპინძლა

0

13077211_608044549358750_246565176_nკულტურულ -საქველმოქმედო ცენტრ ,,სალამის” და ადგილობრივი კულტურის,  სპორტისა და ახალგაზრდობის  საქმეთა სამსახურის ორგანიზებითა და ხელშეწყობით  ბოლნისმა  15 წლის აშუღს   უმასპინძლა.  ღონისძიება კულტურის სახლში საქართველოს ჰიმნით გაიხსნა, რასაც ადგილობრივი ხელმძღვანელობის მხრიდან, ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის გოგი მეშველიანის სახელით დაჯილდოება მოჰყვა და საღამო გახსნილად გამოცხადდა. ღონისძიება ქართულ-აზერბაიჯანულ ენაზე მიმდინარეობდა.

კობა ჟღენტი,  ბოლნისის მუნიციპალიტეტის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი:

– 15 წლის ასაკში აშუღის წოდების მიღება არის დიდი მონაპოვარი, ეს  მიუთითებს იმაზე , რომ მაქსიმი ნიჭიერი ახალგაზრდაა.  მის ბიოგრაფიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შტრიხია ისიც, რომ ის ბაქოში აშუღთა საპატიო წევრია, საქართველოს სახელით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაა აქვს შემოვლილი, მონაწილე და პრიზიორია არაერთი კონკურსის და ფესტივალის, მან საქართველო ბაქოში ღირსეულად წარადგინა

მაქსიმ  რაჯაბოვი, აშუღი:

– ძალიან  მიხარია,  რომ მაქვს პატივი, ვატარო აშუღის წოდება, ასევე ჩემთვის მნიშვნელოვანია ამ საკრავით და კლასიკური ფოლკლორით წარვადგინო და ვასახელო საქართველო.   მე მიყვარს საქართველო და ვამაყობ, რომ ის  ჩემი სამშობლოა.  სწორედ ამასთან დაკავშირებით დღეს შევასრულებ ჩემთვის უსაყვარლეს სიმღერას ქართულ-აზერბაიჯანულ ძმობაზე.

მაქსიმი 5 წელია, რაც აშუღის ტიტულს ატარებს, იგი ბაქოში აშუღის საპატიო წევრია, ასრულებს ისტორიულ კლასიკურ ფოლკლორს  აზერბაიჯანულ საკრავ ,,საზზე” და აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა კონკურსებზე და ფესტივალებზე.

კავკასიის ქვეყნებში და ახლო აღმოსავლეთში აშუღს- მიჯნურს, მოტრფიალეს,  სახალხო მგოსანს და მომღერალს უწოდებენ.  ,, აშუღის’’ მნიშვნელობა თავდაპირველად სამიჯნურო თემატიკას მოიცავდა,  მაგრამ დროთა განმავლობაში სოციალური მოტივებიც შეერია.  სასიმღერო ტექსტს  აშუღი,  ხშირ შემთხვევაში, იმპროვიზებულად თხზავს, უწყობს ჰანგებს და რომელიმე სიმებიანი საკრავის თანხლებით თავადვე მღერის.

კულტურულ საქველმოქმედო ცენტრ ,,სალამის’’ ორგანიზებით ღონისძიებათა ციკლი საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში მოეწყო და ის 7 მაისს ქალაქ რუსთავში აშუღების ბაირამობის 5 წლის იუბილეზე გრანდიოზულად დასრულდება.


Share.

Comments are closed.