ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნორვეგიის ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ასოციაციის წამყვან მრჩეველს უმასპინძლა

0

12952757_1034115850011157_1460127397_oდღეს ბოლნისის  მუნიციპალიტეტის გამგებელი გოგი მეშველიანი ნორვეგიის ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ასოციაციის წამყვან მრჩეველს საერთაშორისო პროგრამების სფეროში ბიორნ რანგევარს და საქართველოს თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის თანამშრომლებს შეხვდა. შეხვედრა პროექტის ფარგლებში შედგა, რომელიც მუნიციპალიტეტთა შორის თანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს. მხარეებს შორის შეხვედრა დახურულ კარს მიღმა შედგა და ის გაცნობით ხასიათს ატარებდა. აღსანიშნავია რომ პროექტის ფარგლებში ქვემო ქართლის რეგიონში შერჩეულ იქნა ბოლნისის და დმანისის მუნიციპალიტეტები.

,,არაერთი წელია ვთანამშრომლობთ საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან და წელს იწყება ახალი პროექტი,  რომელიც ითვალისწინებს მუნიციპალიტეტების დაახლოებას და თანამშრომლობას.  ქვემო ქართლში პროექტისთვის შეირჩა ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტები. დღეს შევხვდით გამგებელს და გავაცანით პროექტი. ეს იყო უბრალოდ გაცნობითი შეხვედრა და ამის შემდეგ გადავწყვეტთ რა სახით გავაგრძელებთ მუშaობას, ახლა კი იგივე მიზნით მივდივართ დმანისში“- აღნიშნა bolnisi.ge სთან ნორვეგიის ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ასოციაციის წევრმა ბიორნ რანგევარმა.

,,დღეს შეხვედრა გვქონდა ნორვეგიის თვითმმართველობის ასოციაციის წარმომადგენელთან, რომელიც საქართველოს ეროვნული თვითმმართველობის ასოციაციასთან ერთად გეგმავს 4 კომპონენტიანი პროგრამის განვითარებას, რომელიც გულისხმობს მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობას, მათთვის უკეთესი მეთოდების მოძიებას, საქართველო საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში. ბოლნისის მუნიციპალიტეტი არჩეულია ერთ-ერთ მონაწილე სუბიექტად   და  ვფიქრობთ, რომ საბოლოო ჯამში, საკმაოდ საინტერესო და ნაყოფიერი თანამშრომლობა გამოგვივა. ჯერჯერობით ცნობილია ზოგადი მიმართულებები, მას შემდეგ რაც ექსპერტები მუნიციპალიტეტებსი  არსებულ სიტუაციას შეისწავლიან,  გადაწყდება უშუალოდ რა პროექტი განხორციელდება ჩვენს მუნიციპალიტეტში“-აღნიშნა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგი მეშველიანმა.


Share.

Comments are closed.