ბოლნისის თოჯინების თეატრი კაზრეთელი მაყურებლის წინაშე წარსდგა

0

13020325_1059410394097173_2025764879_nმაყურებლის წინაშე თოჯინების თეატრი ,,ნაცარქექიას“ ზღაპრით წარსდგა.  თეატრის თანამშრომლებმა ბავშვებისთვის საყვარელი ზღაპრის გმირები სცენაზე გააცოცხლეს და პატარებს ერთი ლამაზი დღე აჩუქეს.  სპექტაკლი ორ სეანსად ჩატარდა, რომელსაც კაზრეთის, ბალიჭის და კიანეთის საჯარო სკოლებისა და საბავშვო ბაღების აღსაზრდელები ესწრებოდნენ.   ,,სპექტაკლის ბოლოს  ბავშვებთან დისკუსია მოვაწყვეთ, რომელშიც აქტიურად ჩაერთნენ პატარები, იმღერეს და იცეკვეს თოჯინებთან ერთად.  ბედნიერი ვარ, რომ შევძელით მათი გახარება.  გვინდა რაც შეიძლება  ხშირად გვქონდეს გასვლები სპექტაკლით, თუმცა ვერ ვახერხებთ დეკორაციის ტრანსპორტირებას და შეძლებისდაგვარად ვსტუმრობთ  სოფლებს. ამჟამად ვმუშაობთ ახალ ზღაპარზე, რომლის დასრულების შემდეგაც პრემიერას შევთავაზებთ ჩვენს პატარებს.“_განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის თოჯინების თეატრის ხელმძღვანელმა თამარ ბობოხიძემ.


Share.

Leave A Reply