ბოლნისელები საგუნდო კოლექტივების კონკურსზე გაემგზავრნენ

0

13010164_605264889636716_1430941062_oსაგუნდო კოლექტივების კონკურსს გასულ წელს ბოლნისი მასპინძლობდა, წელს კი  გარდაბანში გამართულ კონკურსში სტუმრის სტატუსით მონაწილეობს.  ორგანიზატორები არიან  საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და საქართველოს საგუნდო საზოგადოება. კონკურსში ქვემო ქართლში მოღვაწე  ყველა ფოლკლორული ანსამბლია ჩართული.  დღეს გამარჯვებული გუნდები გადავლენ შემდეგ ტურში, ხოლო დასკვნითი ღონისძიება თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში გაიმართება.

ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან აღნიშნულ კონკურსზე შემდეგი გუნდები გაემგზავრნენ:  კულტურის სახლთან არსებული ბიჭუნათა გუნდი ,,ბოლნისი” და სამუსიკო სკოლის გოგონათა აკადემიური გუნდი  ნინო დვალიშვილის ხელმძღვანელობით,  კულტურის სახლთან არსებული გუნდი ,,ალილო” თამარ შენგელიას ხელმძღვანელობით,  #1საჯარო სკოლის გოგონათა აკადემიური გუნდი ელენე საჯაიას ხელმძღვანელობით,  #5 საჯარო სკოლის ფოლკლორული ანსამბლი ხათუნა ბერძენაძის ხელმძღვანელობით და იოანე ბოლნელის სახელობის სასულიერო სკოლის ფოლკლორული ანსამბლი მარიკა ფოჩხიძის ხელმძღვანელობით.

ბოლნისის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელი  კობა ჟღენტი:

– გასულ წელს ბოლნისის მუნიციპალიტეტმა  პირველ ტურს უმასპინძლა. მეორე ტური თბილისში გაიმართა,  გადავიდა 5 კოლექტივი.  ამდენი ანსამბლი ერთი მუნიციპალიტეტიდან არავის  ჰყავდა,   სწორედ ეს არის დასტური იმისა, რომ ჩვენთან განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ფოლკლორულ ხელოვნებას.  იმედი  გვაქვს, რომ წელს უფრო კარგად წარმოჩინდებიან, რადგან მეტი გამოცდილება აქვთ და   შედეგზეც გავალთ.

საგუნდო კოლექტივების კონკურსს  ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის წარმომადგენლები სხვა კვალიფიციურ გამომცდელებთან ერთად აფასებენ, არც შეეხება შემდეგ ტურში გადამსვლელთა ვინაობას, რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.


Share.

Comments are closed.