საფეხბურთო კლუბი „სიონი“ ამჯერად ტელეკომპანია „სილქ უნივერსალის“ დაინტერესების ობიექტია. აღნიშნულ ტელეკომპანიაში გიორგი ყიფიანი საავტორო გადაცემას „ფეხბურთის დრო“ იწყებს, რომლის მიზანიცაა მაყურებელს გააცნოს რამდენადაა განვითარებული საქართველოში ფეხბურთი. 60 წუთიან გადაცემაში საუბარი იქნება მხოლოდ და მხოლოდ ქართულ ფეხბურთზე, ამჯერად პირველი გადაცემის პირველი სტუმარი საფეხბურთო კლუბ „სიონის“ დირექტორი ლადო ბურდული იქნება. ფორმატიდან გამომდინარე, ეთერში გავა ვრცელი სიუჟეტი გუნდის ისტორიაზე, წარმატებებსა და სამომავლო გეგმებზე.
გადაცემის გადამღები ჯგუფი ბოლნისში იმყოფებოდა. შეხვდნენ გუნდის ქომაგებსა და გულშემატკივრებს, გაეცნენ მის ისტორიას დაარსებიდან დღემდე.
ბოლნისური ფეხბურთის ისტორაზე, წარმატებული ფეხბურთელებსა და იმ თამაშებზე, რომელზეც ლეგენდები თაობიდან თაობას გადაეცემოდა. აწმყოსა და სამომავლო გეგმებზე ნახეთ სამშაბათს 8 საათზე ტელეკომპანია „სილქ უნივერსალის“ საავტორო გადაცემაში „ფეხბურთის დრო“.