15 მარტს ბოლნისი ევროკავშირის კინოფესტივალს უმასპინძლებს

0

1934659_905948552853986_3910496661555426544_n

ვროკავშირის წარმომადგენლობას საქართველოში, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საელჩოებთან ერთად, პატივი აქვს  გამოაცხადოს ევროკავშირის მე-4 კინოფესტივალი  საქართველოში, რომელიც ჩატარდება 2016 წ. 09-18 მარტს თბილისში, რუსთავში, ბოლნისში, ქუთაისსა და მესტიაში.

წელს ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება 17 ფილმი, რომელიც ევროპული კინოს 72-წლიან ისტორიას ასახავს. სპეციალურად შერჩეული ფილმების საერთო თამაა “გარდამტეხი მომენტები” და ისინი პირად, სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში გადაწყვეტილებების მიღების მნიშვნელობას ეძღვნება. ყველა ფილმი ნაჩვენები იქნება ორიგინალის ენაზე, ქართული სუბტიტრებით.

ბოლნისში ჩვენება გაიმართება 15 მარტს.

ბოლნისის კულტურის სახლი 15:00 – “კესი” (გაერთიანებული სამეფო – 1969)
ბოლნისის კულტურის სახლი 19:00 – “რაბათი” (ჰოლანდია – 2011)
დასწრება თავისუფალია!


Share.

Comments are closed.