შემოქმედ ქალბატონებს ქალთა საერთაშორისო დღე სალონური საღამოთი მიულოცეს

0

12802696_1121775207883597_3586834990141357363_nშემოქმედ ქალბატონებს ქალთა საერთაშორისო დღე სალონური საღამოთი მიულოცეს. ღონისძიება ქართული რეწვისა და თვითშემოქმედების მიმართულების ორგანიზებით მოეწყო. ლამაზი სიტყვებით, სიმღერებით და ცეკვებით კულტურის სახლთან არსებულმა შემოქმედებითმა კოლექტივებმა საღამო გაალამაზეს. შემოქმედმა ქალბატონებმა კი მადლიერება საკუთარი ლექსებით გამოხატეს. ღონისძიებას მუნიციპალიტეტის გამგებელი და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ესწრებოდნენ. სალონური საღამოს დასასრულს გამგებელმა მადლობის სიგელით და ყვავილების თაიგულით საჯარო სამსახურში მრავალწლიანი სტაჟის მქონე ოთხი საჯარო მოხელე: ლეილა სილაგაძე, მარინა რეხვიაშვილი, აზა ხარშილაძე და ვალენტინა ნავერიანი მადლობის სიგელებით დაასაჩუქრა.
ასევე დასაჩუქრდნენ გენდერის კუთხით ყველაზე აქტიური და სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ქალბატონები.


Share.

Comments are closed.