ტანძიის მოსწავლე-ახალგაზრდობის შემეცნებითი და საგანმანათლებლო აქტივობებისთვის ,,მწვანე ცენტრი“ გაიხსნა. წითელი ლენტი საზეიმოდ ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგი მეშველიანმა, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის CENN-ის წარმომადგენელთან ერთად გაჭრა.
,,მწვანე ცენტრი” CENN –ის პროექტის ,,ეკომიგრაცია დიალოგი და თანამშრომლობა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში ცხოვრების დონის გაუმჯობესებისთვის’’ ფარგლებში კეთდება. პროექტი ევროკავშირის ფინანსური დახარებით საქართველოსა და სოხეთის იმ რეგიონებში ხორცილდება, სადაც ეკომიგრანტი, ანუ სტიქიის შედეგად განსახლებული ოჯახები ცხოვრობენ. ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით, ინტერნეტით, კომპიუტერებითა და პროექტორით, რათა ადგილობრივ ეკომიგრანტ ბავშვებს საშუალება ჰქონდეთ ყველა ის სიკეთე მიიღონ, რაც ხელს შეუწყობს მიიღონ საფუძვლიანი ცოდნა და საჭირო ინფორმაცია, იყვნენ ჩართულები ახალგაზრდულ–საგანმანათლებლო კონკურსებში და ჰქონდეთ წვდომა ყველა იმ ბერკეტთან, რაც მათ, ცოდნის გაღრმავებაში დაეხმარებათ.
,,მწვანე ცენტრის“ სარეაბილიტაციო სამუშოები სრულად დაფინანსდა ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ტექნიკური ბაზა კი CENN-მა უზრუნველყო.
ტანძიაში ,,მწვანე ცენტრი“ გაიხსნა
0
Share.