სოფლის პროგრამის მხარდაჭერის ფარგლებში, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება

0

12718048_1118957208165397_6364895490342996984_nსოფლის პროგრამის მხარდაჭერის ფარგლებში, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება. გამგებელი გოგი მეშველიანი საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარე ნუკრი ანდრიაძესთან ერთად მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი დიდი სოფლის, ნახიდურის მოსახლეობას შეხვდა. სოფელში 5875 ადამიანი ცხოვრობს, მთავრობამ კი ინფრასტრუქტურული პრობლემების მოსაგვარებლად წელს ნახიდურს 74380 გამოუყო. მოსახლეობის უმრავლესობამ, სოფლისთვის გამოყოფილი თანხის ოდენობის გათვალისწინებით, რიტუალების სახლის მოწყობა და სოფელში სისუფთავის შესანარჩუნებლად ნაგვის ურნების დადგმა მოითხოვა. თუმცა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელის წინაშე მაცხოვრებლებმა სხვა მნიშვნელოვანი საკითხებიც დააყენეს.


Share.

Comments are closed.