სოფელ ქვემო ბოლნისში დამდეგი ნოვრუზ ბაირამი აღნიშნეს

0

12674341_948840585230684_485827399_nსოფელ ქვემო ბოლნისში დამდეგი ნოვრუზ ბაირამი აღნიშნეს. სოფლის კულტურის სახლში ბოლნისის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლთან არსებულმა შემოქმედებითმა ჯგუფებმა და სოფელ ქვემო ბოლნისის #1 და #2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართეს. გაზაფხულის საღამო აზერბაიჯანელმა ბავშვებმა ქართული ჰიმნით გახსნეს, წაიკითხეს ქართველი პოეტებისა და მწერლების უკვდავი ნაწარმოებები. ღონისძიება ანსამბლ სიონის მოცეკვავეებმა ქართული ცეკვით გააგრძელეს, რასაც არაერთი ქართული ცეკვა და სიმღერა მოჰყვა.

თეონა აბრამიშვილი, კულტურის საკლუბო,  საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანების ხელმძღვანელი:

– მათი ტრადიციების პატივისცემის ნიშნად გადავწყვიტეთ ჩვენს მოძმე ერს მივულოცოთ ნოვრუზ ბაირამი, მინდა  ვუსურვო სიკეთე, ბარაქა და ყველაფერი საუკეთესო.

 ლონგინოზ გასანოვი ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე :

– დღევანდელი ღონისძიება ძმობისა და მეგობრობის საწინდარია, მინდა ყველას მივულოცო ეს დღესასწაული. ქართველებს  და აზერბაიჯანელებს სიმტკიცე და ერთობა ვუსურვო.

ნოვრუზ ბაირამი ,,ახალ დღეს“ ნიშნავს.  საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით,  2010 წელს  ის  საქართველოში საერთო სახალხო დღესასწაულად გამოცხადდა.


Share.

Comments are closed.