როგორ მივიღოთ პროექტში მონაწილეობა და მოვიპოვოთ დაფინანსება – პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მეორე ეტაპი მიმდინარეობს

0

2014052313202612572პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ახალი ეტაპი თებერვლიდან ამოქმედდა, რომლის მიზანია წარმატებული ბიზნეს იდეების შეგროვება და მათი დაფინანსება, მცირე და მიკრომეწარმეების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით საინფორმაციო შეხვედრა ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა.

როგორ მივიღოთ პროექტში მონაწილეობა და მოვიპოვოთ დაფინანსება, ამის შესახებ ინფორმაცია დაინტერესებულ პირებს ქვემო ქართლის და სამცხე-ჯავახეთის პროექტის მენეჯერმა მიაწოდა. ბიზნეს იდეის კონკურსი 31 მარტამდე გაგრძელდება, საუკეთესო იდეის ავტორს დაფინანსებამდე რამდენიმე ეტაპის გავლა უწევს. თითოეულ განმცხადებელს საშუალება ეძლევა, 20% თანადაფინანსების შემთხვევაში, ხუთი ათასი ლარის ოდენობის დაფინანსება მიიღოს.


Share.

Comments are closed.