ნინო ჩხობაძემ ბოლნისში საინფორმაციო შეხვედრები გამართა

0

12671978_1132574933470291_8872436693486489492_oნინო ჩხობაძე ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველ მოადგილეს დავით შერაზადიშვილს შეხვდა და მუნიციპალიტეტში სტიქიური ნაგავსაყრელების კუთხით შექმნილ მდგომარეობაზე ესაუბრა. პროექტი სახელწოდებით “დავასუფთაოთ საქართველო” საქართველოს მასშტაბით ხორციელდება. სწორედ ამ პროგრამის ფარგლებში მოხდება ბოლნისში არსებული მდგომარეობის შესწავლა და მის გადაჭრაზე მუშაობა.
„ქალაქის ტერიტორიაზე ნაგავსაყრელების პრობლემა 95%-ით აღმოფხვრილია. ეს საკითხი მწვავედ დგას მხოლოდ სოფლებში. სწორედ ამაზე ვისაუბრე დღეს ორგანიზაცია „მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრების“ წარმომადგენლებთან, მიმდინარე პროექტის ფარგლებში მოხდება სიტუაციის ხელახალი აღრიცხვა-შესწავლა. ქუჩებში განთავსდება დამატებითი ურნები, რომლებიც ყოველდღიურად გაიცლება. დამატებითი ურნებისა და მანქანების შეძენა მოხდება მუნიციპალიტეტის მხრიდან, არსებული სტიქიური ნაგავსაყრელების გაწმენდას უზრუნველყოფენ პროექტის ფარგლებში, რომელიც დაფინანსდება ცენტრალური ბიუჯეტიდან, რათა ერთხელ და სამუდამოდ აღმოიფხვრას ეს პრობლემა“,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველმა მოადგილემ დავით შერაზადიშვილმა.
დავით შერაზადიშვილთან საუბრის შემდეგ, ნინო ჩხობაძემ საინფორმაციო შეხვედრა ქვემო ბოლნისის მოსახლეობასთან გამართა. „დავასუფთავოთ საქართველოს“ კვირეულის ფარგლებში დღეს შეხვედრა გვქონდა ბატონ დავით შერაზადიშვილთან, ასევე საინფორმაციო სემინარები მოვაწყვეთ მოსახლეობასთან, რომლებსაც გავაცანით ნარჩენების მართვის კანონი, რა უფლება და მოვალეობები გააჩნიათ მათ ამ კუთხით. ვისაუბრეთ პროექტის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს თემებისა და ზოგადად საქართველოს ტერიტორიებზე ნაგავსაყრელების პრობლემების გადაჭრას. თუმცა შეუძლებელია მოსთხოვო ამ საკითხის გადაჭრა სახელმწიფოს, თუ არ მოხდა მოსახლეობის თვითშეგნების ამაღლება და მათი ჩართულობა. სწორედ ამას ემსახურება მოსახლეობასთან ჩვენი შეხვედრები“,- განაცხადა საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრების თანათავმჯდომარემ ნინო ჩხობაძემ.


Share.

Comments are closed.