თეატრალური ფესტივალი „სახილველი“ დაიწყო

0

12528555_1013068575449218_1766203295_oდღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მთავარ ბიბლიოთეკაში ბავშვთა და მოზარდთა თეატრალური ფესტივალის „სახილველის“ შესარჩევი  ტური გაიმართა, სადაც მონაწილეობას ბოლნისის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლები და კულტურის სახლთან არსებული სამხატვრო წრეები იღებდნენ. თეატრალური ფესტივალი „სახილველი“ მეორედ იმართება და  ქვემო ქართლის რეგიონს მოიცავს. ფესტივალის მიზანია ახალგაზრდები  აქტიურად ჩაერთონ კულტურულ-შემოქმედებით საქმიანობაში.

ფესტივალის  მონაწილე მოზარდები ჟიურის წინაშე ოცწუთიანი თეატრალური ნომრებით წარსდგნენ. ჟიურის გადაწყვეტილებით   დასკვნითი ტურში,  სოფელ დისველის, ნახიდურის, №1 საჯარო სკოლის და სასულიერო სკოლის თეატრალური წრეები მიიღებენ მონაწილეობას.  რაც შეეხება სოფელ ტანძიის საჯარო სკოლას, იგი დასკვნით ეტაპზე კონკურსის გარეშე მიიღებს მონაწილეობას და ფესტივალს გახსნის.

თეონა აბრამიშვილი, კულტურის საკლუბო, საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანების ხელმძღვანელი:

-ბავშვთა და მოზარდთა თეატრალური ფესტივალი „სახილველი“ უკვე მეორედ იმართება და მისი დანიშნულება რეგიონში მცხოვრებ  ბავშვთა და მოზარდთა შემომქედების წარმოჩენაა. წელს ამ ფესტივალმა რეგიონალური სახე მიიღო და  მონაწილეობას სამი მუნიციპალოიტეტი იღებს. გუშინ პირველი შესარჩევი ტური მარნეულში გაიმართა, დღეს ბოლნისში,  ხვალ კი თეთრ წყაროში გაიმართება.

შოთა მერკვილაძე, ფესტივალის ორგანიზატორი:

-ფესტივალი უკვე მეორედ იმართება, წელს გავზარდეთ მასშტაბები და  რეგიონალური სახე მივეცით.  გვსურს  პროექტით ხელი შევუწყოთ მოზარდების თეატრალური ხელოვნებით დაინტერესებას.

ფესტივალში მონაწილე კონკურსანტებს თვალყურს სპეციალური ჟიური ადევნებს. დასკვნითი ტური 21-22 მარტს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის კულტურის სალხში გაიმართება.


Share.

Comments are closed.