გმირების დედებს და მეუღლეებს ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცეს

0

12794770_1121304664597318_4977728040237473224_oბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირების დედებს და მეუღლეებს ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცა. გოგი მეშველიანი ფრაქცია ,,ქართული ოცნების’’ თავმჯდომარესთან ერთად აფხაზეთიდან დევნილ ნათელა ქვარცხავას ესტუმრა და რვა მარტი თაიგულით და ტკბილეულით მიულოცა. ქალბატონის მეუღლე 1992 წელს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლას შეეწირა. როგორც ნათელა ქვარცხავა აღნიშნავს, წლებია ბოლნისში ცხოვრობს და ასე რვა მარტი არასოდეს მიულოცავთ. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სოფელ დისველის მკვიდრის 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპული გმირის ასლან შაინიძის დედა და მეუღლე მოინახულეს და რვა მარტი მიულოცეს. გოგი მეშველიანმა დაღუპული გმირების თავდადებაზე და სამშობლოს წინაშე გაწეულ ღვაწლზე ისაუბრა. გამგებლის მისალოცი ბარათი, თაიგული და ტკბილეული საჩუქრად 45 ქალბატონმა მიიღო.


Share.

Comments are closed.