ბოლნისში წყლის რესურსების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დასუფთავების აქცია მოეწყო

0

1915997_1131663870228064_2285452880810316554_nაქციას „დავასუფთავოთ საქართველო“ ბოლნისის მუნიციპალიტეტიც შეუერთდა. საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრების პროექტის ,,დავასუფთაოთ საქართველო“-ს ფარგლებში დღეს დაბა თამარისში საბავშვო ბაღის მიმდებარე ტერიტორია და სტიქიური ნაგავსაყრელი გაიწმინდა. დასუფთავების აქციაში მონაწილეობა კომუნალური მეურნეობის სამსახურთან ერთად მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველმა მოადგილემ დავით შერაზადიშვილმა და ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლებმა მიიღეს.


Share.

Comments are closed.