ბოლნისის მუნიციპალიტეტში ადრეული ქორწინების პრევენციის საკითხებზე იმსჯელეს

0

12894424_952631508184925_934336720_oსაქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის ორგანიზებით ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკონფერენციო დარბაზში  ადრეულ ასაკში ქორწინების საკითხებზე საინფორმაციო სახის შეხვედრა გაიმართა. ორგანიზატორებმა შეხვედრის მონაწილეებთან ერთად იმსჯელეს და მიმოიხილეს ოფიციალური სტატისტიკის შედეგები, ის რაც საქართველოში ადრეულ ასაკში ქორწინებას ეხება. ასევე მათ ისაუბრეს ამ სამწუხარო პრობლემის გადაჭრის გზებზე და იმ ფაქტებზე, თუ რამდენად საზიანოა ადრეულ ასაკში ქორწინება.

ეკატერინე სხილაძე, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის უფროსი:

-ჩვენი ორგანიზებით პროექტის ფარგლებში, ქვემო ქართლში, ვახორციელებთ საინფორმაციო შეხვედრებს, ადრეულ ასაკში ქორწინების პრევენციის საკითხებზე. დღეს წარმოდგენილი გვქონდა სპეციალური ანგარიში ადრეული ქორწინების ირგვლივ არსებულ გამოწვევებზე. ასევე დღევანდელ შეხვედრაზე  ვიმსჯელეთ სამომავლოდ განსახორციელებელ აქტივობებზე და გამოსავალზე.


Share.

Comments are closed.