ბოლნისის მუნიციპალიტეტი მოსახლეობას დაზიანებულ და საცხოვრებლად არავარგის სახლებს აღუდგენს

0

12400254_10153804864203007_637039016_oბოლნისის მუნიციპალიტეტში მოქმედებს დაზიანებული და საცხოვრებლად არავარგისიანი სახლების აღდგენის პროგრამა, რომელიც გულისხმობს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ოჯახებისათვის (კატეგორიების მიხედვით) დაზიანებული საცხოვრებელი სახლების შეკეთება-აღდგენას.
როგორც მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, ზემოაღნიშნულ პროგრამაში ჩართვის მსურველმა მოქალაქეებმა განცხადებით და თანდართული დოკუმენტაციით უნდა მიმართონ ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობას. განცხადებების მიღების ბოლო ვადაა მიმდინარე წლის 31 მარტი.
რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს მოქალაქე აღნიშნული დახმარების მისაღებად იხილეთ დადგენილებაში:

მუხლი 20. გარდამავალი დებულებები
1. 2015-2016 წლებში სტიქიის, ხანძრის, სხვა უბედური და ფორსმაჟორული შემთხვევების შედეგად
საცხოვრებელი სახლის დაზიანებისას მიყენებული ზიანის აღსადგენად, დაზარალებულ ოჯახებს
ერთჯერადი მატერიალური დახმარება გაეწევათ ზარალის ოდენობის შესაბამისად, აღნიშნული
საკითხების შემსწავლელი მუდმივმოქმედი კომისიის დასკვნისა და მუნიციპალიტეტის გამგებლის
ბრძანების საფუძველზე. დაზარალებულ ოჯახებს დახმარება გაეწევათ მიყენებული ზიანის 70%-ის
ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 10 000 (ათიათასი) ლარისა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულის გარდა, სხვა შემთხვევაში, დაზიანებული (ან დაუსრულებელი) საცხოვრებელი სახლების აღდგენა (დასრულება) მოხდება (მინიმალური საცხოვრებელი პირობების შექმნა) შემდეგი კატეგორიის ოჯახებისათვის:
ა) ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ იძულებით გადადგილებულ პირთა –დევნილთა ოჯახები (რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100000-ს);
ბ) სტიქიის შედეგად მაღალმთიანი რაიონებიდან ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადმოსახლებული, სოციალურად დაუცველი ოჯახები (სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100000-ს), რომელთა საცხოვრებელი სახლებიც არ არის საცხოვრებლად ვარგისი;
გ) სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახები (რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100000-ს და რომლებსაც 57000-დან 100000-მდე ქულა მინიჭებული აქვთ 2015 – 2016 წლებში), რომელთაც ჰყავთ სამი ან მეტი შვილი და საცხოვრებელი სახლები არ არის საცხოვრებლად ვარგისი;
დ) სოციალურად დაუცველი მარტოხელა პენსიონერები (სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100000-ს), რომელთა საცხოვრებელი სახლებიც არ არის საცხოვრებლად ვარგისი;
ე) ოჯახები, რომლებიც იმყოფებიან უკიდურეს ეკონომიკურ გასაჭირში და დახმარების გაცემის მომენტში ვერ ხვდებიან ამ მუხლით გათვალისწინებულ კატეგორიებში.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული კატეგორიების ოჯახების საცხოვრებელი სახლების შეკეთება მოხდება შესაბამისი საკითხების შემსწავლელი მუდმივმოქმედი კომისიის დასკვნის საფუძველზე. სარემონტო სამუშაოების განხორციელების უზრუნველყოფა მოხდება მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი სამსახურების მიერ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით. ჩატარებული სამუშაოების ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 10000 (ათი ათასი) ლარს.
4. მოქალაქეებმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ) მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) შვილების დაბადების მოწმობის ასლები;
დ)ამონაწერი სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან.
ე) ცნობა ბოლნისის მუნიციპალიტეტის სახანძრო-სამაშველო სამსახურიდან;
ვ) აუდიტის დასკვნა ზარალის ოდენობის შესახებ;
ზ) სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან განცხადება – ანკეტის (ფორმა№1) ასლი.
5. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების თაობაზე მუნიციპალიტეტის
გამგეობაში 2016 წლის 31 მარტის შემდეგ შემოსული განცხადებები მიმდინარე წელს არ განიხილება.

გასულ წელს ამ კუთხით დახმარება 21 ბენეფიციარს გაეწია ჯამში 73021 ლარის ოდენობით.

სოფელ რაჭისუბანში მცხოვრები ჯონი რეხვიაშვილის ოჯახი ერთ-ერთი მათგანია ვინც გასულ წელს აღნიშნული პროგრამით ისარგებლა.


Share.

Leave A Reply