ბოლნისის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები მიმდინარეობს

0

12795172_1118502944877490_8124329176900899330_oბოლნისის მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები მიმდინარეობს. სოფლის კრებებს უშუალოდ ესწრება ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოგი მეშველიანი.

დაბა კაზრეთისთვის , სადაც 1310 კომლია რეგისტრირებული, წელს საქართველოს მთავრობამ 126400 ლარი გამოყო. დაბის მაცხოვრებლებმა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელის წინაშე რიგი საკითხები დააყენეს. მათ შორის რიტუალების დარბაზის მშენებლობაც, თუმცა გოგი მეშველიანმა მოსახლეობას განუმარტა, რომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეკომენდაციაა არ დაიწყოს გარდამავალი პროექტები. კაზრეთის მაცხოვრებლები ასევე ითხოვდნენ კორპუსებში არსებული ლიფტების შახტების აღდგენას. საბოლოოდ დისკუსიის შედეგად გადაწყდა, რომ ე.წ. ძველ კაზრეთში საკანალიზაციო ქსელის მოწყობის სამუშაოები გაგრძელდეს. კაზრეთის ძველ დასახლებაში გასულ წელს საკანალიზაციო ქსელის მშენებლობა განხორციელდა, წელს კი მთავრობის მიერ გამოყოფილი თანხით, ზედა ქუჩების დაერთება მოხდება საკანალიზაციო ქსელზე.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დაბა კაზრეთის მაცხოვრებლებს აღუთქვა, რომ რიტუალების სახლის მშენებლობას ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით დაიწყებს.
გოგი მეშველიანი, საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარესთან ერთად, დღეს სოფელ ბალიჭშიც იმყოფებოდა. წელს სოფლისთვის 22864 ლარია გამოყოფილი. მაცხოვრებლებმა სოფელში გარე განათების ქსელის მოწყობა, შინმოუსვლელთა მემორიალის მშენებლობა, სასაფლაოს შემოღობვა და რიტუალების სახლის ტექნიკით აღჭურვა მოისურვეს.
ხმათა უმრავლესობით გადაწყდა, რომ წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გამოყოფილი თანხა სოფელში არსებული ყველაზე დიდი სასაფლაოს შემოღობვას მოხმარდეს.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი დღეს სოფელ აკაურთის მოსახლეობასაც შეხვდა და მათ წინაშე არსებული საკითხები მოისმინა. სოფელში, სადაც ქართველი, აზერბაიჯანელი და სომეხი მოსახლეობა მეზობლურ და თბილ გარემოში ცხოვრობს, ყველაზე მეტად სასმელი წყლის საკითხი აწუხებთ. სოფლის ნაწილი ყარაბულახის სასმელი წყლით არის უზრუნველყოფილი, მეორე ნაწილი კი სოფელში არსებული ჭაბურღილიდან მარაგდებოდა. გრუნტის წყლის დაკარგვის გამო, მეორე წელია ჭაბურღილმა ფუნქციონირება შეწყვიტა და სოფლის ეს ნაწილი ბუნებრივი წყაროს იმედად დარჩა.
სოფლისთვის წელს გამოყოფილი 23500 ლარი საკმარისი არ არის, თუმცა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა მაცხოვრებლებს აღუთქვა, რომ ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით საკითხი აუცილებლად მოგვარდება.

12823016_471857003015651_262921894_oდღესვე სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, სოფლად მცხოვრებთა პრობლემების გამოსავლენად და მოსაგვარებლად,  ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე დავით შერაზადიშვილი რაჭისუბნის თემის ტერიტორიულ ერთეულში ხატისოფლის, ვანათის სამტრედოსა და რაჭისუბნის მოსახლეობას შეხვდა. ხატისოფლის მოსახეობისთვის ძირითად პრობლემას სასმელი წყალი წარმოადგეს. ადგილობრივები პროგრამით გათვალისწინებული 12250 ლარით რიტუალების სახლისთვის ინვენტარის შეძენასაც ითხოვენ. ხატისოფლის შემდეგ კრების ოქმი სოფელ ვანათში შედგა,  სადაც მოსახლეობა პრიორიტეტად რიტუალების სახლის დასრულებას მიიჩნევს. სოფელ სამტრედოში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გამოყოფილი 15 384 ლარით,  მოსახლეობას რიტუალების სახლისთვის ინვენტარის შეძენა უნდა. რაჭისუბნელებისთვის კი ძირითადი პრობლემა სარწყავი წყლის მოწესრიგებაა, რისთვისაც სოფელი პროგრამით გათვალისწინებულ 17 525 ლარს მიიღებს.

დავით შერაზადშვილი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე.

– დღეს ოთხი სოფლის მოსახლეობას შევხვდით, მოვისმინეთ და გავეცანით მათ მოთხოვნებს. სოფლებში ძირითად პრობლემას სარწყავი და სასმელი წყალი წარმოადგენს,  ასევე გარე განათებები, შიდა გზები და რიტუალების სახლების დასრულება.   ყველა ის მოთხოვნა, რაც მათ გააჩნიათ, აუცილებლად საჭიროებს მოგვარებას. ამ ყველაფერს კომისია შეისწავლის და გადაწყვეტილებას უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში მივიღებთ.

ნუგზარ რეხვიაშვილი, რაჭისუბნის თემის ტერიტორიულ ერთეულში მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი :

– გვქონდა შეხვედრები, მოვისმინეთ მოსახლეობის აზრი, რაც აუცილებლად გასათვალისწინებელია. ოთხ სოფელში შედგა კრების ოქმი და დაფიქსირდა ძირითადი პრიორიტეტული საკითხები. ვფიქრობ, სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გამოყოფილი თანხებით   მოსახლეობის პრობლემებს მოვაგვარებთ.“

სოფლის კრებები 46 სოფელსა და 2 დაბაში ჩატარდება. გამოკვეთილი პრიორიტეტები კრების ოქმით დადასტურდება. კრებები მუნიციპალიტეტის მასშტაბით 7 მარტს დასრულდება, რის შემდეგაც პროექტებზე სატენდერო პროცედურები დაიწყება.
2016 წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელებისთვის ბოლნისის მუნიციპალიტეტს , ცენტრალური ბიუჯეტიდან ტრანსფერის სახით, 1 178 940 ლარი გამოეყო.
აღნიშნული პროგრამა საქართველოში უკვე მე-8 წელია ხორციელდება და იგი სოფლად მცხოვრებთა ინფრასტრუქტურული პრობლემების მოწესრიგებას გულისხმობს.


Share.

Comments are closed.