თბილისის ახალ სპორტის სასახლეში მიმდინარე ძიუდოისტთა გრან-პრის მეორე დღეს ქართველმა ძიუდოისტებმა გამოსვლა თითო ოქრო-ვერცხლისა და ორიც ბრინჯაოს მედლით დაასრულეს.
73 კგ-მდე წონით კატეგორიაში ჩემპიონი ნუგზარ ტატალაშვილი გახდა, 81-ში ვერცხლი ლევან გუგამ მოიპოვა, ბრინჯაოს მედლები კი ლაშა შავდათუაშვილმა და ფრიდონ გიგანმა (ორივე -73) მოიპოვეს.
შეგახსენებთ, ფრიდონ გიგანი ბოლნისის ძიუდოს სკოლის აღზრდილია.