„ადამიანი, კანონი, თავისუფლების“ წარმომადგენლები ბოლნისის ,,ახალგაზრდული საკრებულოს’’ წევრებს შეხვდნენ

0

12443258_485119091689318_1028621886_nპროექტის „ახალგაზრდული საკრებულო“ ფარგლებში ბოლნისის მუნიციპალიტეტს „ადამიანი, კანონი, თავისუფლების“ წარმომადგენლები  ესტუმრნენ და ახალგაზრდულ საკრებულოსთან საინფორმაციო სახის შეხვედრა გამართეს. ისაუბრეს  სამოქმედო პროგრამაზე და  მომდევნო სამუშაო შეხვედრა დაგეგმეს.
„ახალგაზრდული საკრებულოს“ მიზანია რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების არაფორმალური განათლების ხელშეწყობა,  ლიდერებად ჩამოყალიბება, აქტიური მონაწილეობის მიღება მუნიციპალიტეტის განვითარებაში. „ახალგაზრდული საკრებულო“  „ადამიანი, კანონი, თავისუფლების“ ორგანიზებით  რამდენიმე თვის წინ ჩამოყალიბდა და მასში საქართველოს მასშტაბით 64 მუნიციპალიტეტი მონაწილეობს. შეხვედრას „ახალგაზრდული საკრებულოს“ წევრებთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და გუბერნატორის აპარატის უფროსის მოადგილე ესწრებოდნენ.

„ახალგაზრდული საკრებულოს“  თავმჯდომარეს და  წევრებს გავაცანით მომავალი სამოქმედო გეგმა, გაიწერა ყველა ის აქტივობა, რომელიც   მომავალი ექვსი თვის მანძილზე უნდა განხორციელდეს, ახალგაზრდებისთვის დაგეგმილია არაერთი  ტრენინგი, სოციალური აქციები, გასვლითი ღონისძიებები, რის საფუძველზეც ახალგაზრდები მოახდენენ როგორც საკუთარი თავის რეალიზებას, ასევე მუნიციპალიტეტისთვის სასიკეთო აქტივობების განხორციელებას,“ -აღნიშნა  პროექტის მენეჯერმა აღმოსავლეთ საქართველოში  ნიკოლოზ მაღალდაძემ.

ლევან ჟვანია, ქვემო ქართლის რწმუნებულ-გუბერნატორის აპარატის უფროსის მოადგილე:

-„ახალგაზრდული საკრებულოს“ როლი  მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ახალგაზრდებს ეძლევათ საშუალება მიიღონ მონაწილეობა სხვადასხვა აქტივობებში, წარმოაჩინონ საკუთარი  შესაძლებლობები და მიზნები. ვფიქრობ, ეს პროექტი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ახალგაზრდების განვითარებაში.

ვალენტინა ნავერიანი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე:

-რაც მეტი განათლებული ახალგაზრდა გვეყოლება, მით უკეთესი იქნება  ქვეყნის  მომავლისთვის. პროექტი ამ კუთხითაც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ახალგაზრდები ეჩვევიან გუნდურ მუშაობას, საკითხების ჩვენამდე სწორად მოტანას, ჩვენ  მხარს დავუჭერთ ყველა იმ წინადადებას, რომელიც იქნება მისასალმებელი  მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის.  ადამიანი, რომელიც  პატარა ასაკში მიეჩვევა სახელმწიფოებრივ აზროვნებას,  ქვეყნისთვის ყოველთვის სასიკეთო საქმეს გააკეთებს.


Share.

Comments are closed.