4 წლის ნიკოლოზს დახმარება ესაჭიროება

0

12647265_567029070128561_4448938668712022974_n4 წლის ნიკოლოზ გასვიანს ექიმებმა 4 თვისას ორივე თვალზე დაუდგინეს დიაგნოზი თანდაყოლილი გლაუკომა. პატარას დღემდე საქართველოში ჩაუტარდა 3 ოპერაცია. ამჟამად კი ისევ სჭირდება სამედიცინო ჩარევა. ოჯახმა საბუთები გააგზავნა თურქეთში, საიდანაც მიიღეს პასუხი, რომ საჭიროა ბავშვის ჩაყვანა, სრული გამოკვლევა და შესაბამისი ოპერაცია ან ოპერაციები. რაც ჯდება 11000 აშშ დოლარი, რისი საშუალებაც ამ ეტაპზე ოჯახს არ ააქვს.
პატარა ნიკოლოზი ამჟამად შემორჩენილი მხედველობის შესანარჩუნებლად იბრძვის, მისი მშობლებისთვის მცირედ თანხასაც მნიშვნელობა აქვს.

როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობა ნიკოლოზის დასახმარებლად თანხას გამოყოფს შესაძლებლობის ფარგლებში. ასევე, მუნიციპალიტეტი მზად არის თავისი წვლილი შეიტანოს საქველმოქმედო ღონისძიებების ორგანიზებაში.

დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ შემდეგ ანგარიშზე:

მიმღები ბანკი: სააქციო საზოგადოება “საქართველოს ბანკი”
ბანკის კოდი: BAGAGE22
მიმღების დასახელება: გასვიანი ნიკოლოზ
მიმღების ანგარიშის ნომერი:
GE68BG0000000641718800

ძვირფასო ბოლნისელებო, გავერთიანდეთ და შევუნარჩუნოთ ნიკოლოზს ფერადი სამყარო!

 

 


Share.

Comments are closed.