2016 წელს ბოლნისის მუნიციპალიტეტის სამ საბავშვო ბაღს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება

0

10748551_1568449423368092_1816008400_n2016 წელს ბოლნისის მუნიციპალიტეტის №3, №5 და სოფელ რატევნის საბავშვო ბაღებს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება. აღნიშნული ბაღების რეაბილიტაცისთვის რეგიონალური განვითარების ფონდიდან 1 074000 ლარი გამოიყო. სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის პირველ მაისს დაიწყება და პირველ სექტემბერს დასრულდება. სამუშაოებზე 100-მდე ადგილობრივი მუშახელი დასაქმდება.

შეგახსენებთ, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტში 12 ბაგა-ბაღი ფუნქციონირებს. 2014 წელს დაბა კაზრეთისა და სოფელ ბალიჭის ბაგა-ბაღებს ჩაუტარდა რეაბილტაცია, ხოლო 2015 წელს სოფელ ქვეშის, დაბა თამარისის, ბოლნისის №1- სა და №6. რაც შეეხება დარჩენილ ბაღებს მათი რეაბილიტაცია მომდევნო წელს იგეგმება. ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებით, ბაღებს, რომელთა რეაბილტაცია შემდეგ წელს იგეგმება, მიმდინარე წელს გადაუდებელი პრობლემები მოუგვარდებათ.

Share.

Comments are closed.