ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი ბესარიონ რეხვიაშვილი გარდაიცვალა.
ბესარიონ რეხვიაშვილი 1960 წლის 19 იანვარს დაიბადა. დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი ეკონომიკური ფაკულტეტი, კვალიფიკაცია- სოფლის მეურნეობის ეკონომისტი ბუღალტრულ აღრიცხვაში. წლების განმავლობაში მუშაობდა სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე.