წარმატებული ხელოვანები მუნიციპალიტეტისგან ყოველთვიურ და ერთჯერად ჯილდოებს მიიღებენ

0

golden-stars_23-2147511972ბოლნისის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის და საკრებულოს გადაწყვეტილებით ხელოვანები, რომლებიც გახდებიან საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ფესტივალ-კონკურსების გამარჯვებულები, ადგილობრივი ბიუჯეტიდან მიიღებენ ყოველთვიურ და ერთჯერად მატერიალურ დახმარებას.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ხელოვანებისთვის ჯილდოს გაცემის წესი შემდეგ კატეგორიებზე გავრცელდება:

ყოველთვიური ფულადი დახმარება გაეწევათ შემდეგი კატეგორიის ხელოვნების     ინდივიდუალურ  წარმომადგენლებს:

ა) ხელოვანებს (ინდივიდუალური შემსრულებლები), რომლებიც პროგრამის მოქმედების პერიოდში გახდებიან საქართველოს მასშტაბით ფესტივალ-კონკურსების გამარჯვებულები (1,2,3 ადგილის მფლობელები) დიდებში და სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიებსა და ჟანრებში –  50  ლარის ოდენობით.

ბ) ხელოვანებს (ინდივიდუალური შემსრულებლები), რომლებიც პროგრამის მოქმედების პერიოდში გახდებიან საქართველოს მასშტაბით პრიზიორები (გრანპრისა და ფესტივალ-კონკურსების სპეციალური პრიზების მფლობელები) დიდებში და სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიებსა და ჟანრებში – 70  ლარის ოდენობით.

გ) ხელოვანებს (ინდივიდუალური შემსრულებლები), რომლებიც პროგრამის მოქმედების პერიოდში გახდებიან საერთაშორისო მასშტაბით ფესტივალ-კონკურსების გამარჯვებულები (1,2,3 ადგილის მფლობელები) დიდებში და სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიებსა და ჟანრებში  -100  ლარის ოდენობით (ბიუჯეტის ვალდებულებების გათვალისწინებით).

დ) ხელოვანებს (ინდივიდუალური შემსრულებლები), რომლებიც პროგრამის მოქმედების პერიოდში გახდებიან საერთაშორისო მასშტაბით ფესტივალ-კონკურსების პრიზიორები (გრანპრისა და ფესტივალ-კონკურსების სპეციალური პრიზების მფლობელები) დიდებში და სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიებსა და ჟანრებში – 150  ლარის ოდენობით (ბიუჯეტის ვალდებულებების გათვალისწინებით).

ე) ხელოვანებს (ინდივიდუალური შემსრულებლები), რომლებიც პროგრამის მოქმედების პერიოდში გახდებიან საერთაშორისო მასშტაბით ფესტივალ-კონკურსების გამარჯვებულები (1,2,3 ადგილის მფლობელები) და პრიზიორები (გრანპრისა და ფესტივალ-კონკურსების სპეციალური პრიზების მფლობელები) დიდებში და ირიცხებიან ხელოვნების სხვადასხვა ჟანრის საქართველოს სახელმწიფო ან აკადემიურ დასებში,  – 200  ლარის ოდენობით (ბიუჯეტის ვალდებულებების გათვალისწინებით).

ხელოვნების წარმომადგენლებისთვის (ინდივიდუალური შემსრულებლები)  ყოველთვიური  ფულადი  დახმარება გაიცემა მიღწეულ წარმატებებზე დაყრდნობით წარმოდგენილი დამადასტურებელი დოკუმენტაციის, ბოლნისის მუნიციპალიტეტის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ყოველთვიურად წარმოდგენილი დასკვნისა და მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების საფუძველზე.

ერთჯერადი მატერიალური  (ფულადი ჯილდო)  დახმარება  გაეწევათ:

ა)ხელოვანებს (ინდივიდუალური შემსრულებლები), რომლებიც პროგრამის მოქმედების პერიოდში გახდებიან საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ფესტივალ-კონკურსების გამარჯვებულები (1,2,3 ადგილის მფლობელები) და პრიზიორები დიდებში და სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიებსა და ჟანრებში:

საქართველოს მასშტაბით ფესტივალ-კონკურსებზე გამარჯვების შემთხვევაში (1,2,3 ადგილი) –  500  ლარის ოდენობით.

საქართველოს მასშტაბით ფესტივალ-კონკურსებზე სპეციალური პრიზების მოპოვების შემთხვევაში (გრანპრი, ჟიურის სიმპატია და სხვ.) – 1000  ლარის ოდენობით.

ქვეყნის ფარგლებს გარეთ (საერთაშორისო ასპარეზზე) ფესტივალ-კონკურსებზე გამარჯვების შემთხვევაში (1,2,3 ადგილი)  – 1500  ლარის ოდენობით (ბიუჯეტის ვალდებულებების გათვალისწინებით).

ქვეყნის ფარგლებს გარეთ (საერთაშორისო ასპარეზზე) ფესტივალ-კონკურსებზე სპეციალური პრიზების მოპოვების შემთხვევაში (გრანპრი, ჟიურის სიმპატია და სხვ.) – 2000  ლარის ოდენობით  (ბიუჯეტის ვალდებულებების გათვალისწინებით).

შემოქმედებით  წარმომადგენლობებს (ანსამბლები, დასები, ჯგუფები, გუნდები, ტრიო,  კვარტეტები და ხელოვნების სხვადასხვა დარგის წარმომადგენლები), რომლებიც პროგრამის მოქმედების პერიოდში საქართველოს მასშტაბით გახდებიან ფესტივალ-კონკურსების გამარჯვებულები (1,2,3 ადგილის მფლობელები) დიდებში და სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიებსა და ჟანრებში –  2000  ლარის ოდენობით  (ბიუჯეტის ვალდებულებების გათვალისწინებით)  და აგრეთვე მათ უშუალო ხელმძღვანელ პირებს (პედაგოგები, კონცერტმაისტერები, ბალეტმაისტერები, რეჟისორები, მუსიკალური ხელმძღვანელები, კომპოზიტორები, ქორეოგრაფები, ლოტბარები, რეგენტები, დირიჟორები და სხვ.),  ვინც უშუალოდ მოამზადა ინდივიდუალური შემსრულებელი,  ვინც ამა თუ იმ შემოქმედებითი დასისთვის შექმნა,  მოამზადა საკონკურსო ნომერი და უხელმძღვანელა მის ფესტივალ-კონკურსზე წარდგნას  – 1000 ლარის ოდენობით.

გ)შემოქმედებით  წარმომადგენლობებს (ანსამბლები, დასები, ჯგუფები, გუნდები, ტრიო,  კვარტეტები და ხელოვნების სხვადასხვა დარგის წარმომადგენლები), რომლებიც პროგრამის მოქმედების პერიოდში საქართველოს მასშტაბით გახდებიან ფესტივალ-კონკურსების პრიზიორები (გრანპრისა და ფესტივალ-კონკურსების სპეციალური პრიზების მფლობელები) დიდებში და სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიებსა და ჟანრებში – 2 500  ლარის ოდენობით  (ბიუჯეტის ვალდებულებების გათვალისწინებით)  და აგრეთვე მათ უშუალო შემოქმედებითი დასების ხელმძღვანელ პირებს (პედაგოგები, კონცერტმაისტერები, ბალეტმაისტერები, რეჟისორები, მუსიკალური ხელმძღვანელები, კომპოზიტორები, ქორეოგრაფები, ლოტბარები, რეგენტები, დირიჟორები, და სხვ.), ვინც უშუალოდ მოამზადა ინდივიდუალური შემსრულებელი და ვინც ამა თუ  იმ შემოქმედებითი დასისთვის შექმნა ან მოამზადა საკონკურსო ნომერი და უხელმძღვანელა მის ფესტივალ-კონკურსზე წარდგენას  –  1500  ლარის ოდენობით (ბიუჯეტის ვალდებულებების გათვალისწინებით).

დ)შემოქმედებით  წარმომადგენლობებს (ანსამბლები, დასები, ჯგუფები, გუნდები, ტრიო,  კვარტეტები და ხელოვნების სხვადასხვა დარგის წარმომადგენლები), რომლებიც პროგრამის მოქმედების პერიოდში გახდებიან საერთაშორისო მასშტაბით ფესტივალ-კონკურსების გამარჯვებულები (1,2,3 ადგილის მფლობელები) დიდებში და სხვადასხვა ასაკობრივ კადეგორიებსა და ჟანრებში – 3 000  ლარის ოდენობით  (ბიუჯეტის ვალდებულებების გათვალისწინებით)  და აგრეთვე მათ უშუალო  ხელმძღვანელ პირებს (პედაგოგები, კონცერტმაისტერები, ბალეტმაისტერები, რეჟისორები, მუსიკალური ხელმძღვანელები, კომპოზიტორები, ქორეოგრაფები, ლოტბარები, რეგენტები, დირიჟორები, და სხვ.), ვინც უშუალოდ მოამზადა ინდივიდუალური შემსრულებელი,  ვინც ამა თუ იმ შემოქმედებითი დასისთვის შექმნა ან მოამზადა საკონკურსო ნომერი და უხელმძღვანელა მას ფესტივალ-კონკურსზე – 1800  ლარის ოდენობით (ბიუჯეტის ვალდებულებების გათვალისწინებით).

ე)შემოქმედებით  წარმომადგენლობებს (ანსამბლები, დასები, ჯგუფები, გუნდები, ტრიო, კვარტეტები და ხელოვნების სხვადასხვა დარგის წარმომადგენლები), რომლებიც პროგრამის მოქმედების პერიოდში გახდებიან საერთაშორისო მასშტაბით ფესტივალ-კონკურსების პრიზიორები (გრანპრისა და ფესტივალ-კონკურსების სპეციალური პრიზების მფლობელები) დიდებში და სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიებსა და ჟანრებში – 3 500  ლარის ოდენობით (ბიუჯეტის ვალდებულებების გათვალისწინებით), შემოქმედებითი დასებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების ხელმძღვანელ პირებს (პედაგოგები, კონცერტმაისტერები, ბალეტმაისტერები, რეჟისორები, მუსიკალური ხელმძღვანელები, კომპოზიტორები, ქორეოგრაფები, ლოტბარები, რეგენტები, დირიჟორები და სხვ.), ვინც უშუალოდ მოამზადა ინდივიდუალური შემსრულებელი,  ვინც ამა თუ იმ შემოქმედებითი დასისთვის შექმნა ან მოამზადა საკონკურსო ნომერი და უხელმძღვანელა მას ფესტივალ-კონკურსზე  – 2000  ლარის ოდენობით  (ბიუჯეტის ვალდებულებების გათვალისწინებით).

ხელოვნების წარმომადგენლებისთვის (შემოქმედებითი წარმომადგენლობები) ერთჯერადი მატერიალური (ფულადი ჯილდო) დახმარებ გაიცემა მიღწეულ წარმატებებზე დაყრდნობით, წარმოდგენილი დამადასტურებელი დოკუმენტაციის, ბოლნისის მუნიციპალიტეტის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დასკვნისა და მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების საფუძველზე.

Share.

Comments are closed.