ტანძიის ეკომიგრანტ ბავშვებს თანამედროვე სტანდარტების ,,მწვანე ცენტრი” ექნებათ

0

12311354_921389191309157_1550199799_oკავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის CENN ინიციატივითა და ადგილობრივი თვითმმართველობის დახმარებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტანძიაში თებერვლის ბოლოს, საპილოტე პროექტით ახალგაზრდული ,,მწვანე ცენტრი” გაიხსნება. ,,მწვანე ცენტრი” CENN –ის პროექტის ,,ეკომიგრაცია დიალოგი და თანამშრომლობა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში ცხოვრების დონის გაუმჯობესებისთვის’’ ფარგლებში კეთდება. პროექტი ევროკავშირის ფინანსური დახარებით  საქართველოსა და სოხეთის იმ რეგიონებში ხორცილდება, სადაც ეკომიგრანტი, ანუ სტიქიის შედეგად განსახლებული ოჯახები ცხოვრობენ. ცენტრი აღჭურვილი იქნება ყველა თანამედროვე ტექნიკით, ინტერნეტით, კომპიუტერებითა და პროექტორით, რათა ადგილობრივ ეკომიგრანტ ბავშვებს საშუალება ჰქონდეთ   ყველა ის სიკეთე მიიღონ, რაც ხელს შეუწყობს მიიღონ საფუძვლიანი ცოდნა და საჭირო ინფორმაცია, იყვნენ ჩართულები ახალგაზრდულ–საგანმანათლებლო კონკურსებში და ჰქონდეთ წვდომა ყველა იმ ბერკეტთან, რაც მათ, ცოდნის გაღრმავებაში დაეხმარება.

,,ეკომიგრაციის პროექტი ევროკავშირის ფინანსური დახმარებით ხორციელდება და მნიშვნელოვანია, რომ ,,მწვანე ცენტრის” გაკეთება სწორედ საპილოტე პროექტის ფარგლებში ხდება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ევროკავშირთან ასოცირებისა და ვიზა ლიბერალიზაციის შემდეგ, სულხან საბა ორბელიანის მშობლიურ სოფელში, როგორც გარემოსდაცვით ორგანიზაციას, მოგვეცა საშუალება გაგვეკეთებინა  ,,მწვანე ცენტრი”. ცენტრი ევროსტანდარტების მოთხოვნებს უპასუხებს, როგორც ვიზუალურად ისე, თავისი მნიშვნელობით. სარემონტო სამუშაოებს ადგილობრივი თვითმმართველობა შეასრულებს ხოლო ყველა საჭირო ინვენტარით მას CENN აღჭურვავს. აღსანიშნავია, რომ ეკომიგრანტი ბავშვებისთვის ეს ერთადერთი  საშუალება იქნება ეზიარონ ყველაფერს, რაც განათლების მიღებაში შეუწყობთ ხელს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ეს ცენტრი იქნება მაგალითი თვითმმართველობისა და არასამთავრობო სექტორის წარმატებული მუშაობის, მხოლოდ ჩვენი იდეა ვერ იქნებოდა წარმატებული, რომ არა ადგილობრივი თვითმმართველობის ჩართულობა და მათი მონდომება ერთობლივად გაგვეკეთებინა ეკომიგრანტი ბავშვებისათვის ის, რაც კეთდება”, – განაცხადა კავკაციის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსლის (CENN) პროექტის ,,ეკომიგრაცია დიალოგი და თანამშრომლობა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში ცხოვრების დონის გაუმჯობესებისთვის” რეგიონულმა კოორდინატორმა მარიკო წიქორიძემ.

,,მწვანე ცენტრში” სარემონტო სამუშაოები 25 იანვარს დაიწყო და მას კომპანია ,,მეტრი” ახორციელებს, სარემონტო სამუშაოებისთვის ადგილობრივმა თვითმმართველობამ დაახლოებით 24 ათასი ლარი გამოყო. ,,სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, ამჟამად ხორციელდება კედლებისა და ჭერის თაბაშირ–მუყაოთი შეფუთვა, მოხდა მეტალო პლასტმასის კარ–ფანჯრით შემინვა, სრულად შეიცვალა ელქტროგაყვანილობა და გაკეთდა 4–იანი სპილენძის კვეთა, მოხდა ლამინირებული იატაკის დაგება, MDF–ისა და ლითონის კარების ჩაყენება. სამუშაოები მოთხოვნის ვადაში, 14 კალენდარულ დღეში დასრულდება და სახეზე იქნება ევრო სტანდარტების შესაფერისი ცენტრი”, – განაცხადა კომპანია ,,მეტრის” აღმასრულებელმა დირექტორმა თემურ მიქელაძემ.

,,მწვანე ცენტრის” ოფიციალური გახსნა თებერვლის ბოლოს იგეგმება, მხარეებმა: ბოლნისი მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსლმა (CENN) უკვე გააფორმეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. ცენტრის გახსნას კი ევროკავშირის დელეგაციაც დაესწრება.

Share.

Comments are closed.