სოციალურად დაუცველ ჩვილ ბავშვთა კვებას მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს

0

image7ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2016 წლის სოციალურ პროგრამაში ცვლილება შევიდა. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით სოციალურად დაუცველი ოჯახების ორ წლამდე ბავშვთა კვებას მუნიციპალიტეტი დააფინანსებს.

„მშობელთა თხოვნით სოციალურ პროგრამაში შევიტანეთ ცვლილება, რის საფუძველზეც იმ ოჯახების ბავშვთა კვებას, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100000-ს უზრუნველვყოფთ ადგილობრივი ბიუჯეტიდან თვეში 80 ლარის ოდენობით. იანვრის თვეში დახმარება გაეწია ექვს ბენეფიციარს, თუმცა მათი რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს. ამ კატეგორიის ყველა განცხადებას დავაკმაყოფილებთ“, – აღნიშნა ბოლნისის მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობისა და სოციალური სამსახურის უფროსმა იროდი უგრეხელიძემ.


Share.

Leave A Reply