დღეს თამაზ სტეფანიას სახელობის ცენტრალურ სტადიონზე საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მეთექვსმეტე ტურის მეორე წრის შეხვედრა გაიმართა. ბოლნისის „სიონი” ლანჩხუთის „გურიას” დაუპირისპირდა.
შეხვედრა საინტერესოდ წარიმართა. ორივე გუნდი თანაბრად თამაშობდა. მიუხედავად უამინდობისა, ბოლნისელი გულშემატკივრები, მაქსიმალურად ამხნევებდნენ საკუთარ გუნდს.
კლუბში ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ცვლილებები განხორციელდა. 4 ახალწვეული იცავდა „სიონის” ღირსებას გურიასთან.
პირველ ტაიმში ტაბლოზე ანგარიში 1:1 დაფიქსირდა. მეორე ნახევარში „სიონის” ფეხბურთელებმა არაერთხელ შექმნეს საგოლე მომენტი, თუმცა საბოლოო ანგარიში ფრედ 1:1 დასრულდა.
„სიონი“ მორიგ შეხვედრას 23 თებერვალს ფოთის კოლხეთთან გამართავს. ბოლნისელები მეტოქეს თამაზ სტეფანიას სტადიონზე მიიღებენ.