სიონის ტაძრისკენ მიმავალ გზაზე ხანძარი ლიკვიდირებულია

0

hqdefaultძლიერი ქარის მიუხედავად, სახანძრო-სამაშველო სამსახურის მეხანძრეებმა ქალაქ ბოლნისის მახლობლად, სიონის საკათედრო ტაძრისკენ მიმავალ გზაზე გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება მოახერხეს. ამ დროისთვის, მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძრის ყველა კერა ლიკვიდირებულია.

შეგახსენებთ, ძლიერმა ქარმა ბოლნისის მუნიციპალიტეტს პრობლემები შეუქმნა,  ელექტრო ენერგია არ მიეწოდება მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს. ორი საცხოვრებელი სახლის სახურავი დააზიანა ქარმა ქვემო ბოლნისში.

Share.

Comments are closed.