საქალაქო ბიბლიოთეკაში შემოქმედებითი საღამო გაიმართა

0

10564717_929130937201649_950013162_n„ჩვენი ერის მამულიშვილები“ – ასე ეწოდა ღონისძიებას, რომელიც დღეს საქალაქო ბიბლიოთეკაში გაიმართა. სანთლის შუქზე და მყუდრო გარემოში ბიბლიოთეკის აქტიურმა მკითხველებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს ერის მამულიშვილებად წოდებული ვახუშტი კოტეტიშვილი, ოტია იოსელიანი და ოთარ ჭილაძე.  საღამო, სამი სხვადასხვა ჟანრის მწერლის შემოქმედებასა და მათ მოღვაწეობას მიეძღვნა. მონაწილეები, დამსწრე საზოგადოების წინაშე ქართული საზოგადოებისთვის ნაცნობი და საყვარელი ლექსებით, ნაწარმოებებითა და მუსიკალური ნომრებით წარსდგნენ.

ნათელა ზურაბაშვილი, საქალაქო ბიბლიოთეკის მენეჯერი:

-დღეს კიდევ ერთხელ გავიხსენეთ „ჩვენი ერის მამულიშვილები“, გავიხსენეთ მათი უკვდავი ნაწარმოებები და შემოქმედება.

 ეკატერინე ჩაგელიშვილი, ბიბლიოთეკების კურატორი:

-მინდა მადლობა გადავუხადო დღევანდელი ღონისძიების ინიციატორებს, ნამდვილად ლამაზი და სასიამოვნო საღამო გვაჩუქეს. მიხარია, რომ ბავშვები  აქტიურად არიან ჩართული ასეთ ღონისძიებებში. მათ კიდევ ერთხელ გაგვახსენეს ყველასათვის საყვარელი მწერლების ნაწარმოებები, ლექსები და ნოველები.

Share.

Comments are closed.