საბავშვო ბიბლიოთეკის მკითხველებმა ქართველი მეფეები გაიხსენეს

0

12695389_925202040927872_1732964447_o9 თებერვალს ბოლნისის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბიბლიოთეკამ თავის ერთგულ მკითხველთან ერთად ულამაზესი ღონისძიება გამართა, რომელიც ქართველ მეფეებს მიეძღვნა.

ღონისძიება სახელწოდებით „გმირნი მეფენი მამულის განსადიდებლად“ ყველა ქართველ მეფეს აერთიანებდა და გვიყვებოდა მათი ცხოვრებისა და მოღვაწეობის ისტორიას. თუ როგორ მოიტანეს დღემდე ჩვენი სამშობლო და რა ქარ-ცეცხლში გამოიარა  თითოეულმა მათგანმა. პატარა მკითხველები იხსენებდნენ თამარის, დავითის, გიორგის  სახელებს და მოწიწებით უძღვნიდნენ ლექსებს და სიმღერებს. ღონისძიებას უამრავი პატარა დაესწრო, როგორც საბავშვო ბაღის აღსაზრდელები, ისე სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეები პედაგოგებთან ერთად.

„საბავშვო ბიბლიოთეკას ხშირად სტუმრობენ პატარა მკითხველები, რაც ძალიან სასიხარულოა,  დღესაც თითქმის ყველა მონაწილე მკითხველია, მინდა წარმატება ვუსურვო როგორც საბავშვო ბიბლიოთეკის ყველა თანამშრომელს, ისე პატარებს. დღევანდელი ღონისძიება ქართველ მეფეებს ეძღვნებოდა და საკმაოდ კარგად გაართვეს თავი ბავშვებმა, მადლობა ყველას“.- აღნიშნა ბიბლიოთეკების კურატორმა ეკა ჩაგელიშვილმა.

Share.

Comments are closed.