რეგიონებში ტყის კოდექსის განხილვა ბოლნისიდან დაიწყო

0

12705447_1105994632794988_5146175529094962949_nდღეს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სატყეო პოლიტიკის სამსახურმა, საქართველოს ეროვნულ სატყეო სააგენტოსთან ერთად, რეგიონებში ახალი ტყის კოდექსის სამუშაო ვერსიის განხილვა დაიწყო.

პროექტის ფარგლებში პირველი საჯარო დისკუსია ბოლნისის მუნიციპალიტეტში გაიმართა, რომლსაც საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე, ქვემო ქართლის რწმუნებულ-გუბერნატორის მოადგილე, ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტის გამგებელები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კარლო ამირგულაშვილი, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, სატყეო პოლიტიკის სამსახურის უფროსი:

-დღევანდელი შეხვედრა ეხება საქართველოს ახალი ტყის კოდექსის განხილვასა და მისი ძირითადი მიმართულების გაცნობას ადგილობრივი თვითმმართველობისთვის და დაინტერესებული მხარეებისთვის. ტყის კოდექსის ძირითადი მიმართულებები განსაზღვრავს ტყეების უმნიშვნელოვანესი ფუნქციების შენარჩუნებასა და დაცვას. ჩვენ ასევე შემოგვაქვს ახალი საკუთრების ფორმები, რომლიდანაც ერთ-ერთი არის მუნიციპალური ტყეების მართვა, ანუ მუნიციპალიტეტისათვის ტყის საკუთრებაში გადაცემა. ამასთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს გავაცანით ის ვალდებულებები და პასუხისმგებლობები, რაც შემდგომში უნდა გაითვალისწინონ. თუ კი საქართველოს მთავრობა მიიღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტისათვის ტყის საკუთრებაში გადაცემის თაობაზე, მაშინ იგი ხდება ორგანო და იღებს ვალდებულებას ფართობზე, სატყეო-სამეურნეო ღონისძიებების გასატარებლად.

ბესარიონ აბაშიძე, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე:

-დღეს, რეგიონებში დავიწყეთ შეხვედრები და საქართველოს ტყის კოდექსის პროექტის განხილვა. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს გავაცანით კოდექსის ძირითადი  მიზნები და ამოცანები. ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი შეხვედრები და  მთელ საქართველოს შევხვდებით. ჩვენი მიზანია მაქსიმალურად შეჯერებული კოდექსის პროექტი მივიღოთ საბოლოო ჯამში, რასაც უკვე ოფიციალური განხილვებისთვის წარვუდგენთ პარლამენტს.


Share.

Comments are closed.