ოთხი წლის ნიკოლოზ გასვიანის დასახმარებლად ბოლნისის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლში 27 თებერვალს, 16 საათზე საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართება.
„შევუნარჩუნოთ ნიკოლოზს ფერადი სამყარო“ – ამ ლოზუნგის ქვეშ ნიკოლოზის სიცოცხლის გადასარჩენად ადგილობრივ შემოქმედებთან ერთად თბილისიდან მოწვეული სტუმრები გაერთიანდნენ.
საღამოზე დასასწრები ბილეთების შესაძენად მიაკითხეთ ბოლნისის კულტურის სახლის სალაროს. დაწვრილებითი ინფორმაციისათვის დარეკეთ ნომერზე: 551 09 28 10.