მეუფე ეფრემის ანგელოზის დღესთან დაკავშირებით სიონის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა-ლოცვა აღევლინა

0

12669093_10153923297483007_361370842_oტაძარი მრევლის სიმრავლით გამოირჩეოდა. მეუფეს ანგელოზის ხსენების დღე მარნეულის და ხუჯაბის, მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიის ეპისკოპოსებმა, სხვადასხვა ეპარქიიდან მოსულმა სტუმრებმა, ბოლნისის ტაძრების მოძღვრებმა და მრევლმა მიულოცეს. საზეიმო წირვა-ლოცვას ადგილობრივი ხელისუფლება დაესწრო. მეუფემ მრევლი დალოცა და ეფრემ ასურის ხსენების დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ღირსი ეფრემ ასური სინანულის მოძღვარია. იგი IV საუკუნის დასაწყისში მესოპოტამიაში ქალაქ ნაზიბიაში დაიბადა. წმინდა მამა სიმდაბლით გამოირჩეოდა. იგი ერიდებოდა ყოველგვარ პატივს. სულიერი რჩევა-დარიგების მსურველები მისკენ ყოველმხრივ მიისწრაფოდნენ. წმინდა წიგნის თანახმად ეფრემ ასურის ქადაგებას განსაკუთრებული ზემოქმედება ჰქონდა. მას ეკუთვნის მრავალი ლოცვა და საგალობელი. წმინდა ეფრემ ასურის ხსენების დღესთან დაკავშირებით ტაძარში ახლად დაწერილი წმინდა ბარბარესა და მაცხოვრის ოქროთი და ძვირფასი ქვებით შემკული ხატი დააბრძანეს., რომელშიც 200 წმინდა ნაწილია მოთავსებული, სიონის საკათედრო ტაძარში ხატი ათი დღის მანძილზე იქნება დაბრძანებული, შემდეგ ყველა ეპარქიას მოივლის და საბოლოოდ გურიაში სოფელ საჭამიასერის ტაძარში დაიდებს ბინას.

Share.

Leave A Reply