მეტყველებისა და კორექციის ცენტრის რეგიონული ფილიალი ბოლნისში ოქტომბერში გაიხსნა და მას შემდეგ ქალაქში არაერთი აქცია ჩაატარა. ლოგომედი დღეს მორიგი აქციის ფარგლებში კაზრეთს ესტუმრა. ლოგოპედებმა და ფსიქოლოგებმა სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვები უფასოდ გასინჯეს. აქცია მიზნად ისახავს მეტყველების სერიოზული დარღვევების ადრეულ აღმოჩენას და დიაგნოსტიკას.
გარკვეული კატეგორიის საჭიროების მქონე პირები უკვე მეორე თვეა ლოგომედში უფასო მომსახურებას გადიან. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის კეთილი ნებით სოციალურ პროგრამაში ცვლილება შევიდა. ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალურად დაუცველი არასრულწლოვანები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და ობოლი ფინანსდებიან.
ლოგომედის თანამშრომლები დაბა კაზრეთში მთელი დღის მანძილზე იმყოფებოდნენ, ისინი მორიგი აქციების ჩატარებას დმანისსა და მარნეულში გეგმავენ.