იოანე ბოლნელის სახელობის სასულიერო სკოლამ ეფრემ ასურის ხსენების დღე აღნიშნა

0

12698976_815240371938913_137749937_oეფრემ ასურის სახელობის IV კლასის მოსწავლეებმა მთავარი ბიბლიოთეკის დარბაზში ანგელოზის ხსენების დღეს სპექტაკლი მიუძღვნეს.

მოსწავლეებმა თანამედროვე ემიგრანტი ქართველი პოეტის ნანა მეფარიშვილის პოემა „სიყვარულის სახარება“ გააცოცხლეს. ბავშვებმა დამსწრე საზოგადოებამდე დიდი ემოციით მიიტანეს ქრისტეს ცხოვრება დაბადებიდან ჯვარცმამდე.

„განებივრებულები ვართ სასულიერო სკოლის არაჩვეულებრივი ღონისძიებებით და დღესაც ჩვენი მოლოდინი გამართლდა. ბავშვებმა დიდი ემოციით, სიღრმისეულად გადმოსცეს ისეთი რთული თემატიკის ისტორია, რომელიც  ზრდასრულ ადამიანსაც უჭირს, თუმცა ჩვენი თაობა ალბათ ჯერ კიდევ არ არის ისე კარგად ნაზიარები რელიგიურ ისტორიებს, როგორც ამას ახერხებს იოანე ბოლნელის სახლობის სკოლა. ეს  ალბათ პატრიარქის და ჩვენი მეუფის კურთხევის შედეგია, რომელიც ზოგადად  მთელს საზოგადოებაზე ვრცელდება.  ეს სპექტაკლი იყო ქართული სიტყვისა და აზროვნების ზეიმი, რომელმაც  დიდი და პატარა გააერთიანა“, -განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსმა კობა ჟღენტმა.

პოემის ავტორთან შეთანხმებით სპექტაკლზე სკოლა ორი თვის განმავლობაში მუშაობდა და 30-მდე მოსწავლე იყო ჩართული. სპექტაკლი „სიყვარულის სახარება“ ბოლნისის მთავარეპისკოპოსის მეუფე ეფრემის საპატივცემულოდ დაიდგა.

აღნიშნული პოემით სკოლა შესაძლოა უახლოეს მომავალში პატრიარქის წინაშეც წარსდგეს.


Share.

Comments are closed.