ვეტერანებს კანონში მიმდინარე ცვლილებები გააცნეს

0

10593134_275341636004917_4566843043029749352_nქვემო ქართლის ვეტერანთა დეპარტამენტის წარმომადგენელი „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებს” შეხვდა და კანონში განხორციელებული ცვლილებები გააცნო. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და კომპანია შპს „ჯორჯიან ფორ ვეტერანს“ შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის იგეგმება მომსახურების სხვადასხვა სფეროში ფასდაკლებების სისტემის შექმნა, ვეტერანებს შეეძლებათ სრულფასოვანი სამედიცინო მომსახურება კლინიკა „ლანცეტში“ გაიარონ, სადაც საუკეთესო მომსახურებით ისარგებლებენ. მაღალტექნოლოგიურ გამოკვლევას ერთ სივრცეში ჩაიტარებენ. ვეტერანებს გაეწევათ ყველა ის სამედიცინო მომსახურება, რასაც არ ანაზღაურებს საყოველთაო დაზღვევა. როგორც დეპარტამენტის წარმომადგენელი აცხადებს, საქართველოს მასშტაბით ყველა მუნიციპალიტეტში გაიხსნება მაღაზიები, სადაც საკვებ პროდუქტებს ისინი 30%-იანი ფასდაკლებით შეიძენენ. მიმდინარეობს ვეტერანების რეგისტრაცია ფასდაკლების ბარათების დამზადების მიზნით, მათ უნდა შეავსონ განცხადების სპეციალური ფორმა, ვეტერანთა და მათი ოჯახის წევრთა პერსონალური მონაცემები.

„სახელმწიფო მუშაობს იმისთვის, რომ წლების მანძილზე უყურადღებოდ დარჩენილმა „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებმა“ იგრძნონ მთავრობის გვერდში დგომა, გარდა სრულფასოვანი სამედიცინო მომსახურებისა და ფასდაკლებებისა, უსახლ-კაროდ დარჩენილი ვეტერანები უზრუნველყოფილნი იქნებიან თავშესაფარით“, – აცხადებს ქვემო ქართლის ვეტერანთა დეპარტამენტის წარმომადგენელი ვასიკო ბერძენიშვილი.

„ვეტერანებს ყურადღებას არავინ გვაქცევდა, ჩვენი არსებობა არც კი ახსოვდათ, მხოლოდ 22 ლარიან დახმარებას გვაძლევენ, არც სამედიცინო დაწესებულებაში იყო პირობები. სიახლეს  სიხარულით შევხვდით, როგორც იქნა ყურადღება გამოიჩინეს და დაგვაფასეს“, -განაცხადა ვეტერანმა გელა ურუმაშვილმა.

Share.

Comments are closed.