ეკოვიზიის ვიქტორინაში „ეკოლოქმა“ გამარჯვება მოიპოვა

0

12695472_924744060973670_764090983_o„ესენი არიან ბავშვები, რომელთაც გზა ხსნილი აქვთ, რადგან ძალიან ბევრს კითხულობენ და საკმაოდ ინტელექტუალები არიან,  მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ასეთი დიდი სიხარულისთვის“, -ამბობს №1 საჯარო სკოლის IXკლასის დამრიგებელი კარინა დევნოზაშვილი.

17 იანვარს №1 საჯარო სკოლის ეკო-კლუბ „ეკოლოქის“ ხუთმა მოსწავლემ ლაშა ისიანმა, ნინო ფუტკარაძემ, მარიამ სვანიძემ, კახაბერ ხვადაგიანმა და ქეთევან გელიაშვილმა, პირდაპირ ეთერში გამართულ ეკო-ვიზიის ვიქტორინაში გამარჯვება მოიპოვეს და საკუთარ სკოლას სიგელებითა და ვიქტორინის მთავარი პრიზით ეკო-ბანაკის საგზურით დაბრუნდნენ. IXკლასის მოსწავლეები ზაფხულში ათი დღით ეკო-ბანაკს ესტუმრებიან და საქართველოს სხვადასხვა კუთხის ნაკრძალებს მოინახულებენ. მათი პედაგოგის ლელა გელაძის თქმით: „ორი წელია რაც ეკო-ვიზიასთან ვთანამშრომლობთ, პირველად მივიღეთ მონაწილეობა და შედეგიც სახეზეა, ჩვენმა ბავშვებმა გამარჯვება მოიპოვეს, რითაც ძალიან გაგვახარეს მინდა გულით მივულოცო მათ და წარმატება ვუსურვო“.

ლაშა ისიანი, IX კლასის მოსწავლე, ეკო-კლუბ „ეკოლოქის“ ხელმძღვანელი:

-მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენს პედაგოგებს გვერდში დგომისთვის და სკოლას, რადგან უამრავ ნოვატორულ საკითხებს უჭერს მხარს, რაც თავისთავად განვითარებაში გვეხმარება ბავშვებს. ვიქტორინაში გამარჯვებამ დიდი სტიმული მოგვცა, რათა შემდგომში უფრო მეტად გავიზარდოთ, ვაპირებთ საკუთარი ეკო-ვიქტორინების მოწყობას და უფრო მეტი ბავშვის ჩართვას. დაგვაჯილდოვეს უამრავი სიგელით, სხვადასხვა საჩუქრით,  საჩუქარი გადმოგვცა  სკოლის დირექტორმა ირმა წაქაძემ, რისთვისაც მადლობას ვუხდით მას.

Share.

Comments are closed.