ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის 2015-2020 წლების სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გაიმართა

0

12650326_920995884681821_1956165476_n2 თებერვალს, მუნიციპალიტეტის  საკონფერენციო დარბაზში სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის და 2015-2020 წლების სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გაიმართა. დოკუმენტი, მუნიციპალიტეტის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს, ქვემო ქართლში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის წარმომადგენელმა ზაურ დარგალმა გააცნო.

დოკუმენტში ჩამოყალიბებული მიზნები და ამოცანები ასახავს ეთნიკურ უმცირესობათა უფლებების დაცვის მნიშვნელოვან წინაპირობას.

სახელმწიფო პოლიტიკის მიზანია ხელი შეუწყოს ეთნიკური უმცირესობების სათანადო ჩართულობას სხვადასხვა სისტემაში ეს იქნება პოლიტიკა, საჯარო სამსახური, სამოქალაქო საზოგადოება, ეკონომიკა, კერძო სექტორი თუ განათლების სფერო.

ზაურ დარგალი, ქვემო ქართლში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის წარმომადგენელი:

– მთავრობის გადაწყვეტილებით დავიწყეთ ქვემო ქართლში ეთნიკური უმცირესობებისთვის მათ მშობლიურ ენაზე კონცეფციის შესახებ ინფორმირება, რათა  ჰქონდეთ ინფორმაცია ინტეგრაციის მიმართულებით, თუ რა პოლიტიკა გააჩნია სახელმწიფოს. დღევანდელ  შეხვედრაზე მათ გავაცანით  ინფორმაცია იმ სამოქმედო გეგმაზე, თუ რა პროექტებია დაგეგმილი 5 წლის განმავლობაში განათლების და ეკონომიკურ-პოლიტიკური მიმართულებით.

გოგი მეშველიანი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი:

– დღევანდელი შეხვედრის მიზანია სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის სამოქმედო გეგმის გაცნობა ჩვენი მოქალაქეებისთვის, რათა  ჰქონდეთ წარმოდგენა, თუ რა ხედვა აქვს  მთავრობას ამ საკითხებთან დაკავშირებით და  გაიმართოს დისკუსია, რომ ყველა პრობლემატური საკითხი ადგილზევე იყოს პასუხგაცემული.

Share.

Comments are closed.