დაბა კაზრეთის საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი შეჩერდა

0

maxresdefaultდაბა კაზრეთის №1 და №2 საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი შეჩერდა. ამის შესახებ ინფორმაცია გაზეთ „ბოლნისს” ბოლნისის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრიდან შეატყობინეს. ცენტრის ინფორმაციით, აღნიშნულ სკოლებში სწავლა ორშაბათს განახლდება.

გრიპის ვირუსის გავრცელების პრევენციის გამო, სკოლებში სასწავლო პროცესის მიმდინარეობაზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მონიტორინგს უწყვეტად აგრძელებს. რეკომენდაციის შესაბამისად სკოლებში, სადაც გაცდენების რაოდენობა 20%-ს აღემატება სასწავლო პროცესი უნდა შეჩერდეს.

მუნიციპალიტეტის დანარჩენ სკოლებში სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს.

Share.

Comments are closed.