საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო და სალიცენზიო სამსახურების წარმომადგენლები, თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონს ეწვივნენ.
კომისიამ, მამუკა კვარაცხელიას ხელძღვანელობით, სტადიონის მინდვრის საფარი და სტადიონის ინფრასტუქტურა დაათვალიერა.
სტადიონების ინპესქტირების განყოფილების სამსახურმა, სტადიონის მდგომარეობა დამაკმაყოფილებლად შეაფასა, თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება, გააგრძელებს თუ არა “სიონი” საშინაო არენაზე თამაშს, 15 თებერვალს, სფფ-ს აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე გადაწყდება.
გარდა ბოლნისის ცენტრალური სტადიონისა, სფფ-ს წარმომდგენლებმა, სოფელ რატევანისა და დაბა კაზრეთის სავარჯიშო მოედნებიც დაათვალიერეს.
წყარო: fcsionibolnisi.com