„ბუნებრივი კატასტროფების რისკის მართვა-შემცირება“- ქალთა ოთახში ტრენინგი გაიმართა

0

12674093_921983361249740_1202730172_nბოლნისის მუნიციპალიტეტის ქალთა ოთახში ქალბატონებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა თემაზე „ბუნებრივი კატასტროფების რისკის მართვა-შემცირება“. ღონისძიების მიზანია საზოგადოების ინფორმირება, თუ როგორ შეიძლება ისეთი კატასტროფების რისკის შემცირება და დამანგრეველ ზემოქმედებასთან შებრძოლება, როგორიც არის მიწისძვრა, წყალდიდობა, ქარიშხალი და სხვა. განიხილეს საქართველოში არსებული მდგომარეობა ბუნებრივი კატასტროფების მართვის შემცირების სფეროში. ტრენერმა საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდა ბუნებრივ  კატასტროფებსა და მათ ზეგავლენაზე, რისკის შემცირების საერთაშორისო სტრატეგიებზე, მართვის ციკლსა და გამომწვევ მიზეზებზე, ისაუბრა ბუნებრივ ტექნოგენურ და ადამიანის მიერ გამოწვეულ  კატასტროფებზე.

აღნიშნულ თემაზე სემინარი ქვემო ქართლის და სამცხე-ჯავახეთის 13 მუნიციპალიტეტში ჩატარდება.

„არასამთავრობო ორგანიზაცია CENN-ის მიერ მომზადებულ თემაზე „ბუნებრივი კატასტროფების რისკის მართვა-შემცირება“. ინფორმაციას ვაწვდით ქალბატონებს, ვფიქრობ საინტერესო   შეხვედრა იქნება. მათ უნდა იცოდნენ, თუ როგორ უნდა აიცილონ თავიდან ბუნებრივი კატასტროფები, რომ ნაკლები ზიანი მოადგეთ. საინფორმაციო შეხვედრა „ჰორიზონტის გაფართოება, გაუმჯობესებული არჩევანი გოგონათა და ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის“ ფარგლებში ხორციელდება. სემინარზე დასწრების სურვილი  ბევრმა ქალბატონმა გამოთქვა“, – აღნიშნა ქალთა ოთახების კურატორმა მაია კუპრავა-შარვაშიძემ.


Share.

Comments are closed.