ბოლნისში წვრილფეხა პირუტყვის ვაქცინაცია იწყება

0

12696480_926475100800566_1469204633_o

სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის  რეგიონული სამმართველოს ბოლნისის ოფისმა, წვრილფეხა პირუტყვის „ცხვრის ჭირის“ პრევენციის მიზნით, მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლებისთვის საინფორმაციო სახის შეხვედრა გამართა.
საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, ადგილობრივმა სპეციალისტებმა, გამგებლის წარმომადგენლებს  რეკომენდაციები მიაწოდეს და წვრილფეხა პირუტყვის დროულად აღრიცხვა- ვაქცინაციისკენ მოუწოდეს.
ამირან მეგრელიძე, სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლში რეგიონალური სამმართველოს ბოლნისის ვეტერინარიინსპექტორი:
– სურსათის ეროვნული სააგენტო პრევენციის მიზნით ქვეყანაში იწყებს წვრილფეხა პირუტყვის ვაქცინაციას „ცხვრის ჭირზე“, სწორედ ამიტომ ჩვენ შევხვდით წარმომადგენლებს და მოვუწოდეთ ურთიერთთანამშრომლობისკენ. დროული იმუნიზაციის შემთხვევაში ნაკლებია დაავადების რისკები.
დავით შერაზადიშვილი, მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე:
– შევიკრიბეთ იმისთვის, რომ გამგებლის წარმომადგენლებსა და მოსახლეობას მივაწოდოთ ინფორმაცია, რათა დროულად მოხდეს წვრილფეხა პირუტყვის აღწერა და ვაქცინაცია, რათა  თავი დავიზღვიოთ მათი დაცემისაგან.

Share.

Comments are closed.